რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა დღეს, 6 მარტს, გამოაქვეყნა იმ ქართული კომპანიების სრული სია, რომლებსაც უფლება მიეცათ რუსეთის ბაზარზე შეიტანონ ალკოჰოლური და მინერალური სასმელები.
რუსეთის ბაზარაზე პროდუქციის შეტანის ნება მიეცა მინერალური წყლის მწარმოეებლ 4 და ალკოჰოური სასმელის მწარმოებელ 36 კომპანიას. ალკოჰოლურ სასმელებში ჯერჯერობით, მხოლოდ კონიაკი და ღვინო იგულისხმება, რაც შეეხება არაყს, აღნიშნული პროდუქციის შეტანაზე ნებართვის გაცემის საკითხს, ონიშენკოს უწყების განცხადებით, ეს რუსი ექსპერტების საქართველოში შემდგომი ვიზიტის შემდეგ გაირკვევა. ამჟამად ნებადართულმა კომპანიებმა პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანამდე ჯერ თავიანთი პროდუქცია უნდა დაარეგისტრირონ რუსეთში, შესაბამის უწყებაში.
ღვინო
რუსულ ბაზარზე პროდუქციის შეტანის უფლება შემდეგ კომპანიებს მიეცათ:
მინერალური წყლები:
1. "ბორჯომი"
2. "საირმე"
3. "აკვა გეო"
4. "ნელსი ვოტერ"
ალკოჰოლური სასმელი:
5. "ახალშენი 2005"
6. "ბაგრატიონი 182"
7. "ბადაგონი"
8. "ასკანელი ძმები"
9. "ვაზი+"
10. "მეღვინეობა ხარება"
11. "ვინივერია"
12. "ღვინის კომპანია დუგლაძე"
13. "ღვინის კომპანია შუმი"
14. "საქართველს ღვინის წარმოება"
15. "ქართული ღვინის სახლი"
16. "ტრადიციული კახური ღვინის წარმოება"
17. "კახური ღვინის მარანი"
18. "კახური"
19. "ქიმერიონი"
20. "ქინძმარაული მარანი"
21. "ალავერდის ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია"
22. "ქართული ღვინისა და ალკჰოლური სასმელების კომპანია"
23. კორპორაცია "ქინძმარაული"
24. "კორპორაცია ქართული ღვინო"
25. "მანავის მარანი"
26. "მარნისკარი"
27. "ოჯიოს მარანი"(ალავერდის მონასტერი)
28. "სარაჯიშვილი"
29. "სპირტის მწარმოებელი კომპანია გომი"
30. "თბილვინო"
31. "თელავის ღვინის მარანი"
32. "თელიანი ველი"
33. "ტიფლის მარანი"
34. "ტიფლისის ღვინის მარნები"
35. "წინანდლის ღვინის ძველი მარანი"
36. "შატო მუხრანი"
37. "შუხმან ვაის ჯორჯია"
38. "ენისელი ბაგრატიონი"
39. «ГЕОРГИЙ МИРИАНАШВИЛИ ЧЕЛТИ » ЧП