ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, ყირგიზეთის 13 მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ყირგიზეთის მხრიდან 134 ადამიანია დაშავებული.
29 აპრილს ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. 28 აპრილს ტაჯიკური მხარე ელექტროგადამცემ ბოძებზე სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟებას ცდილობდა, რასაც ყირგიზეთის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.
ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ სასაზღვრო ზონაში, სადაც კონფლიქტი მოხდა, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი ერთობლივ პატრულირებასა და მონიტორინგს განახორციელებენ.