რუსეთი სლოვაკეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების 7 დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

რუსეთი სლოვაკეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების 7 დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სლოვაკეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების 7 დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ლიეტუვის საელჩოს ორმა, სლოვაკეთის საელჩოს სამმა და ლატვიისა და ესტონეთის საელჩოების თითო-თითო თანამშრომელმა ქვეყანა ერთი კვირის განმავლობაში უნდა დატოვონ.

23 აპრილს ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, სლოვაკეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა რუსი დიპლომატები გააძევეს.

17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა. დიპლომატები რუსეთის დაზვერვაზე ფარულად მუშაობდნენ. ამასთან, ჩეხეთის ხელისუფლებამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ამ პირებს კავშირი ჰქონდათ 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

18 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ჩეხეთის საელჩოს 20 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.