აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკოსების მხარდასაჭერად მიტინგების გამართვას მაისში განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი დონალდ ტრამპის თანაშემწეებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დაინტერესებულია მხარი დაუჭიროს იმ „რესპუბლიკელ“ პოლიტიკოსებს, რომლებიც მისი ადმინისტრაციის დღის წესრიგს იზიარებენ.
მიმდინარე წლის მარტში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესში 2022 წლის შუალედური არჩევნების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „რესპუბლიკელებს“ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის დაბრუნების შანსი აქვთ.