ენტონი ბლინკენი თურქეთსა და სხვა მოკავშირეებს მოუწოდებს, რუსეთისგან შეიარაღების შეძენაზე უარი თქვან

ენტონი ბლინკენი თურქეთსა და სხვა მოკავშირეებს მოუწოდებს, რუსეთისგან შეიარაღების შეძენაზე უარი თქვან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთსა და სხვა მოკავშირეებს მოუწოდებს, რუსეთისგან შეიარაღების შეძენაზე უარი თქვან.

„ვიმედოვნებ, რომ С-400-ის საკითხზე თურქეთთან გამოსავალს ვიპოვით. თუმცა, სამომავლოდ მნიშვნელოვანია, რომ თურქეთმა და აშშ-ის სხვა პარტნიორებმა და მოკავშირეებმა თავიდან აიცილონ რუსული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეძენა. რუსეთის თავდაცვით ორგანიზაციებთან არსებითი გარიგებები სანქციებს დაექვემდებარება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

12 თებერვალს, თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ ოფიციალური ანკარა რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის საკითხში უკან არ დაიხევს.

2020 წლის 14 დეკემბერს, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოსა და მის ხელმძღვანელს, ისმაილ დემირს.