ბოლო თვეების განბავლობაში, აშშ-მა კორონავირუსთან ბრძოლაში გასაოცარ პროგრესს მიაღწია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
„გასაოცარ პროგრესს მივაღწიეთ ყველა თქვენგანის წყალობით. ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ უახლოეს დროში იმ ქვეყნების დახმარებას შეძლებს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები სჭირდებათ.
„ვფიქრობ, შევძლებთ ვაქცინების გაზიარებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ვაქცინები რეალურად სჭირდებათ. ამის მოლოდინი და იმედი გვაქვს“, - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.