მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა

მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა

მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადაც ორი რუსი სამხედრო დაიჭრა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

2020 წლის 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.