ზელენსკი: უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანის მიუხედავად, უკრაინის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს

ზელენსკი: უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანის მიუხედავად, უკრაინის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანის მიუხედავად, უკრაინის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს.

„ის, რომ რუსეთს სამხედროები გაჰყავს, არ ნიშნავს, რომ არმია არ უნდა იყოს მზად, რუსული ჯარის უკრაინის საზღვრებთან ნებისმიერ მომენტში დაბრუნებისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

22 აპრილს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში შემოწმებითი ღონისძიებების დასრულება გამოაცხადა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გენერალურ შტაბს, სამხედრო ოლქებსა და საჰაერო-სადესანტო ძალებს 23 აპრილიდან ჯარების მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნება დაავალა.