რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინული მედია ავრცელებს.
რუმინეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბარია ბუქარესტში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს მოადგილეზე, ალექსეი გრიშაევზე, რომლის საქმიანობა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს ეწინააღმდეგება.
17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა. დიპლომატები რუსეთის დაზვერვაზე ფარულად მუშაობდნენ. ამასთან, ჩეხეთის ხელისუფლებამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ამ პირებს კავშირი ჰქონდათ 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
18 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ჩეხეთის საელჩოს 20 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
23 აპრილს ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა რუსი დიპლომატები გააძევა.