ერდოღანი: ჯო ბაიდენის 24 აპრილის განცხადებამ ჩვენს ურთიერთობებს ზიანი მიაყენა

ერდოღანი: ჯო ბაიდენის 24 აპრილის განცხადებამ ჩვენს ურთიერთობებს ზიანი მიაყენა

106 წლის წინ მომხდარი მტკივნეული მოვლენების შესახებ ჯო ბაიდენის განცხადება უსაფუძვლო და უსამართლოა, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

„აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განცხადება გააკეთა. ეს უსაფუძვლო, უსამართლო და ისტორიის საწინააღმდეგო სიტყვებია. სომხური და ანტითურქული წრეების რადიკალურმა ინიციატივებმა გამოიწვიეს ის, რომ ამერიკის ლიდერმა გენოციდი აღიარა“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, არქივები გახსნას.

„ჩვენ გვაქვს დოკუმენტები 1915 წლის შესახებ. მოდით, შეისწავლეთ ისინი. აშშ თავისი ისტორიის შესახებ დოკუმენტებს ხელმისაწვდომს გახდის?“ - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის ლიდერთან პირისპირი შეხვედრის დროს, რომელიც ივნისში გაიმართება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყება.

„ჯო ბაიდენის 24 აპრილის განცხადებამ ჩვენს ურთიერთობებს ზიანი მიაყენა. ვიმედოვნებ, რომ პირისპირი შეხვედრის დროს ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებას შევძლებთ. ჩვენს ქვეყნებს ურთიერთობები აქვთ“, - განაცხადა მან.

24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ, 1915-1923 წლებში, სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. საპასუხოდ, ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება უგულებელყოფს ისტორიას და ლობისტების მოთხოვნებს ემორჩილება. ჯო ბაიდენის განცხადების გამო, აშშ-ის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

 

 

trampi "სომხებს ისტორიული ტყუილისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ"
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ყოფილი მრჩევლის განცხადებით, თეთრმა სახლმა, 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატარა.
რეიგანის ყოფილი მრჩევლის, ბრიუს ფეინის განცხადებით, "სომეხთა გენოციდზე" საუბარი უსაფუძვლოა, რადგან 1915 წელს სომხებზე ბევრად მეტი თურქი დაიღუპა.
"პრეზიდენტი რეიგანის დავალებით ჩვენ მაშინ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება ჩავატარეთ. აღმოჩენილ იქნა მასალები, რომლებიც ევროპის ქვეყნების სამხედრო არქივსა და ოსმალეთის მაშინდელი იმპერიის არქივში ინახებოდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იმ პერიოდში ბევრად მეტი თურქი დაიღუპა, ვიდრე სომეხი. გამოძიებამ დაადგინა, რომ სომხების პრეტენზიები გენოციდთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. ზღაპრები "სომხების გენოციდის" შესახებ თავად სომეხი ისტორიკოსების წარმოსახვის ნაყოფია,"-განაცხადა მან.
მისი თქმით, სომეხმა ბანდფორმირებებმა, ანატოლიის ტერიტორიაზე 2 მილიონზე მეტი თურქი მოკლეს.
"არ შეიძლება ერთი გარემოების დავიწყება, რომ ყველა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობა იმ პერიოდში თურქეთში იმ პრივილეგიებით სარგებლობდა, რითიც თავად თურქები. ბერძნები, სომხები, ქურთები, ჩერქეზები, ასირიელები, არაბები და სხვა უმცირესობები იმ პერიოდში თურეთში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. ამ მხრივ სომხები ყველაზე დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ. პირველი მსოფლიო ომის წლებში, სომეხმა თურქებმა უღალატეს სამშობლოს და ოსმალეთის იმპერიის მტრებს შეეკრნენ. სომხური ქვედანაყოფები კავკასიის ფრონტზე რუსულ არმიასთან გვერდიგვერდ იბრძოდნენ. ისინი ძარცვავდნენ და წვავდნენ თურქულ და ქურთულ სოფლებს და კლავდნენ მშვიდობიან მოსახლეებს. ამ მონაცემებით, დაახლოებით 2 მილიონი ადამინი დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მსვლელობისას თურქულმა მხარემ უფლება მოგვცა გვესარგებლა მათი არქივებით, სომხები კატეგორიულ უარს აცხადებდნენ საკუთარი არქივების ჩვენებისგან. ჩემი აზრით ამ არქივების გახსნა თუ მოხერხდა სიმართლე აუცილებლად გამოაშკარავდება. მაშინ სომხებს მოუწევთ ბოდიში მოუხადონ მსოფლიოს და მათ შორის განსაკუთრები თურქებს ისტორიული
3 წლის უკან