CNN: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაისში უკრაინას შეიძლება ვიზიტით ეწვიოს

CNN: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაისში უკრაინას შეიძლება ვიზიტით ეწვიოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მაისში უკრაინას შეიძლება ვიზიტით ეწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი უკრაინის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ის ინფორმაციით, კიევში ენტონი ბლინკენის ვიზიტმა უნდა ცხადყოს, რომ ვაშინგტონი მოსკოვის მიმართ ხისტ კურსზე უარს არ იტყვის.

„ის ფაქტი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია თავის მთავარ დიპლომატს უკრაინაში აგზავნის ბაიდენი-პუტინის შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე, მკაფიო სიგნალია იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინას და მას როგორც მოკავშირეს აფასებს“, - აღნიშნავს ტელეკომპანია CNN-ი.