მედია: რუსეთის მთავრობის მიერ შედგენილი არამეგობრული ქვეყნების სიაში საქართველოც შედის

მედია: რუსეთის მთავრობის მიერ შედგენილი არამეგობრული ქვეყნების სიაში საქართველოც შედის

რუსეთის მთავრობის მიერ შედგენილი არამეგობრული ქვეყნების სიაში საქართველოც შედის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსი ჟურნალისტი დმიტრი სმირნოვი ავრცელებს, რომელიც კრემლის ჟურნალისტთა პულის შემადგენლობაში შედის.

ჟურნალისტის ინფორმაციით, რუსეთისთვის არამეგობრული ქვეყნების სია ცნობილია და მასში შემდეგი ქვეყნები შედიან: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი. ამ სიას კი ახლა აშშ და ჩეხეთი დაემატა.

24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს.

26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი აშშ-ს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს.

 

 

Katana . და ვინმეს წარმოედგინა, რომ კრემლის მიერ დაქუცმაცებული და ოკუპირებული საქართველო რუსეთის მეგობარი ქვეყნების სიაში იქნებოდა?!
3 წლის უკან