ინდონეზიაში, გაუჩინარებული სამხედრო წყალქვეშა ნავის ნამსხვრევების აღმოჩენის შემდეგ, ეკიპაჟის ყველა, 53-ვე წევრის ცხედრებსაც მიაკვლიეს, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
„მტკიცებულებების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ KRI Nanggala-402 ჩაიძირა და მთელი მისი ეკიპაჟი დაიღუპა. წყალქვეშა ნავი სამ ნაწილადაა დამტვრეული - კორპუსი, კიჩო და მისი ძირითადი ნაწილი განცალკევებულია“, - აცხადებენ ოფიციალური უწყებები.
24 აპრილს წყალქვეშა ნავის ფრაგმენტები და რამდენიმე ნივთი იპოვეს.
გერმანიაში აგებული წყალქვეშა ნავი, KRI Nanggala-402, რომელიც ინდონეზიის ფლოტს 1981 წლიდან ემსახურებოდა, რამდენიმე დღის წინ, კუნძული ბალიდან ჩრდილოეთით გაუჩინარდა.
KRI Nanggala-402 ქვეყნის ფლოტის 5 წყალქვეშა ნავიდან ერთ-ერთი იყო.