აშშ-მ და ნატომ ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანისთვის მზადება დაიწყეს

აშშ-მ და ნატომ ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანისთვის მზადება დაიწყეს

აშშ-მ და ნატომ ავღანეთიდან სამხედრო ძალების გასაყვანად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქაბულში ნატოსა და აშშ-ს სამხედრო ძალების მეთაურმა, ამერიკელმა გენერალმა ოსტინ სკოტ მილერმა განუცხადა.

მისი თქმით, სამხედრო ძალების გაყვანის გეგმური პროცესი იმას ნიშნავს, რომ ყველა ბაზა და სხვა ტექნიკა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გადაეცემა.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო დროს ავღანეთში 2 500 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა. რაც შეეხება ნატოს, ქვეყანაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 7 500 ჯარისკაცი მსახურობს.

ავღანეთიდან ამერიკული ძალების გაყვანა 1-ელ მაისს დაიწყება.