უკრაინამ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულება სთხოვა. ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა, ევგენი კორნიიჩუკმა განაცხადა.
„ჩვენ უკვე მივმართეთ ისრაელის პრემიერ-მინისტრს შესაძლო შუამავლობის საკითხთან დაკავშირებით, რადგან მას კარგი ურთიერთობები აქვს როგორც ვლადიმერ პუტინთან, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკისთან“, - აღნიშნა უკრაინის ელჩმა.
ევგენი კორნიიჩუკის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს აღნიშნულ თხოვნაზე უარი არ უთქვამს.
„მან თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს. ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ბატონმა ნეთანიაჰუმ უარი არ თქვა ამ თხოვნაზე. პირიქით, მან აჩვენა, რომ ძალიან დაინტერესებულია და მზად არის დასახმარებლად“, - განაცხადა ისრაელში უკრაინის ელჩმა.