„ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსთან“ და „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ერთად შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელს არც „პატრიოტთა ალიანსი“ აწერს. როგორც for.ge-ს „პატიორტთა ალიანსის“ წევრმა, გოჩა თევდორაძემ განუცხადა, არ მოსწონს მიშელის შეთანხმების დოკუმენტი. მისი მოსაზრებით ვადამდელი არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად არ უნდა ჩატარდეს და „პატრიოტთა ალიანსი“ დღემდე ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020-ს საპარლამენტო არჩევნები გააყალბა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელის დოკუმენტს ოპოზიციის უმრავლესობამ ხელი მoაწერა, თუმცა „პატრიოტთა ალიასი“ არ გამოჩნდა, რატომ?
- ჩვენ ამ შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ, რადგან არ ვთვლით, რომ ამ დოკუმენტით შეიძლება გამოვიდეთ იმ ჩიხიდან და იმ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა არის შესული.
მაშინ გამოსავალს რაში ხედავთ?
- გამოსავალს ვხედავთ რეალურად საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაში, მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებაში და რეალურად, ვადამდელი არჩვნების პირდაპირ ჩანიშვნაში.
ეს ყველაფერი წერია მიშელის დოკუმენტში და რატომ არ ეთანხმებით?
- თქვენ თუ დააკვირდებით ხელმომწერი სუბიექტები ვინც არიან, მათი რომელი გამოსვლაც არ უნდა ნახოთ, ყველა ამბობდა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიბმა თვითმმართველობის არჩევნებთან უაზრობაა - ჩვენც ამას ვამბობდით. დღეს აღმოჩნდა, რომ მათთვის ვადამდელი არჩევნების მიბმა თვითმმართველობის არჩევნებთან უაზრობა აღარ არის. ხომ არ შეიძლება, რომ ჯერ უაზრობა იყოს და შემდეგ აღარ იყოს. რეალურად, მართლაც შინაარსობრივად სულ სხვა არჩევნებია თვითმმართველობა და სულ სხვაა ვადამდელი არჩევნები. თუ თვალს გადავავლებთ, „ოცნებას“ 48% საპარლამენტო არჩევნებში აქვს დაწერილი, თვითმმართველობის არჩევნებში კი - 56%. ანუ, ყველა იმ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, როგორიცაა მოსყიდვა და ძალადობა „ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნების დროს უფრო უადვილდება და 8-10%-ით უფრო მაღალ პროცენტს აღწევენ. ახლა, 43% რომ ჩაწერეს, საიდანაა მოტანილი ხომ ვერ მეტყვის ვინმე?
„ოცნებამ“ თვითმმართველობაზე 56% აიღო, საპარლამენტოში კი 48% და 43% საიდან გაჩნდა?!
მეორე საკითხი - ყველა პოლიტიკური პარტია ვამბობდით, რომ არჩევნები გაყალბდა და ვადამდელი არჩევნები დაინიშოსო. მივიღეთ ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნა. უბრალოდ, ვადამდელი არჩევნები მიაბეს თვითმმართველობას, რომელიც არ შეიძლება.
დოკუმენტში საარჩევნო კანონმდებლობის გაჯანსაღებაზეც არის საუბარი, არც მას ეთანხმებით?
- ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საარჩევნო კანონმდებლობა უნდა გაჯანსაღდეს და ამ ხელშეკრულებაში ასეთი მუხლი არის. გეუბნებით, რომ გაუარესების მუხლია და რატომ - ეს მუხლი საარჩევნო უბანზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრების განლაგების ფუნქციებს ეხება. ავიღოთ საუბნო საარჩევნო კომისია, სადაც „ქართულ ოცნებას“ 9 წევრი ჰყავდა - 6 პროფესიული ნიშნით და 3 პარტიულით. ახლაც 9 წევრი ჰყავს. 8 პროფესიული ნიშნით და 1 პარტიულით. რა განსხვავებაა? 9 წევრი ჰყავს ისევ. მივიღეთ უარესი რამ. მანამდე საარჩევნო კომისია 13 წევრისგან შედგებოდა და ამ 13 წევრიდან არანაკლებ 7-ს ხმა უნდა მიეცა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო. ამ შეთანხმებაში წერია, რომ კომისიის წევრთა რიცხვი 17 იქნება, მაგრამ 6 წევრი მიიღებს გადაწყვეტილებას. ანუ, საარჩევნო უბნებზე 17 წევრიდან 11 შეიძლება წინააღმდეგი იყოს, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული და შედეგები იქნას აღიარებული. საერთოდ, რაღაც საკითხს ყოველთვის უმრავლესობა წყვეტს. ახლა კი 17 წევრიდან 6 წევრი არის მესამედი.
და მაშინ რატომ დათანხმდა ოპოზიციის ნაწილი და რატომ შევიდა პარლამენტში?
- მათთვის უმთავრესი საკითხი ერთი პუნქტი იყო, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე გაჩნდა, ეს არის ძალაუფლების გადანაწილება. იცით, რომ 5 კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს. ასევე, ერთი ოპოზიციის წარმოამდგენელი საერთაშორისო ურთიერთობის წარმომადგენელი უნდა იყოს. მოლაპარაებების დროს საუბარი იყო, რომ როგორ გადანაწლდებოდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეს იყო მათი უმთავრესი მიზანი. ამ მიზნის მიღწევის გზაზე, წამოწეული ჰქონდათ პოლიტპატიმრების თემა.
თქვენ თვლით, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა პლიტპატიმრები არიან?
- რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს, ხელისუფლებამ როდესაც 4 თვის მანძილზე მელია არ დააპატიმრა, როდესაც სამაჯური მოიხსნა და დააკავა უადგილო ადგილზე, უაზრო დროს, თავისთავად მისცა პოლიტიკური ელფერი. რაც შეეხება რურუას თემას, რურუა პოლიტიკური ფიგურა არაა. თუ პოლიტიკური ფიგურა არაა, მაშინ პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარიც არ არის. მაგრამ, რურუა იმ ბრალდებით, რომლითაც არის დაკავებული, თავისთავად ცხადია, უკანონო პატიმარია. შეიძლება რურუას სხვა საკითხებზე შეედავო, თუმცა, იარაღი ჩაუდო და დააკავო, ეს არ არის კანონიერი გზა.
„პატრიოტთა ალიანსი“ ესწრებოდა და იჯდა იმ მაგიდასთან, სადაც სხვა ოპოზიციონრები იკრიბებოდნენ. თქვენთან ერთად მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და ლეიბორისტებმა. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ეს ოთხეული პარტია ერთად შეიკრიბოთ და ცალკე ულტიმატუმი წამოაყენოთ კიდევ?
- ეს ოთხეული ერთად არასდროს შეკრებილა. „პატრიოტთა ალიანსი“ იქ არასდროს ყოფილა. ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებდით და ახლაც დამოუკიდებელი გზა გვაქვს. შეიძლება ჩვენი გამონათქვამები მსგავსია და ერთმანეთს ემთხვევა, ეს არის ხელისუფების დამსახურება. ჩვენი გამონათქვამებია, რომ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები. როდესაც „პატრიოტთა ალიანსი“ იტყვის, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს და შეიძლება ლეიბორისტებმა თქვან, რომ განმეორებით არჩევნები უნდა ჩატარდეს - ანუ იგივეს ამბობს ხომ?! რაც შეეხება ერთ მაგიდასთან დასხდომას, არც ვმსხდარვართ და არც დავსხდებით. როგორ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ერთ მაგიდასთან, ერთი მოსაზრების გამო ისხდნენ?! ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, იმათ თავისი. რეალობა ერთია, რეალობა არის ის, რომ არჩევნები გაყალბდა და ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს.
შარლ მიშელის დოკუმენტზე ოპოზიციის მხრიდან ხელის მოწერის შემდეგ ითქვა, რომ რუსული გეგმები ჩაიშალა. „პატრიოტთა ალიანსს“ ყოველთვის აკავშირებდნენ რუსეთთან. თქვენ როგორ ფიქრობთ, რუსეთის გეგმები ჩიშალა?
- „ქართული ოცნება“ ყველაფერს ლაპარაკობს. „ევროპული საქართველოს“ სახელიდან გამომდინარე, თქვენ ევროპულ პარტიად თვლით? ამ დროს, ვინც დოკომენტს ხელი არ მოაწერა - „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ ლეიბორისტებს და ჩვენ „ოცნება“ პრორუსულ პარტიებად მოგვიხსენიებს. რაში ხედავენ პრორუსულობას - ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი უპირველესი ამოცანაა. გეუბნებით, რომ ქვეყნისთვის ძალიან კარგია ნატოში გაწევრიანება.
თუმცა რა უნდა გელაპარაკოთ, თქვენ პარტიული სიფხიზლის იმ ცოდვას ვერასოდეს ჩამოირეცხავთ ნინო ჩხეიძე რომ ქვია! როგორც კი მის ქმარს, ნაცების მონას ქეჩოში წაავლეს ხელი და საზღვარგაერეთ მოცოცხა, ცოლმა დაუყოვნებლივ მოიხსნა პატრიოტის მანტია და თავზეც სახალხოდ დაგაკუკათ!