ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენმა კონტრდაზვერვამ ქვეყანაში რუსეთის საგარეო დაზვერვისა და სამხედრო დაზვერვის რეზიდენტურები გაანადგურა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენმა კონტრდაზვერვამ ქვეყანაში რუსეთის საგარეო დაზვერვისა და სამხედრო დაზვერვის რეზიდენტურები გაანადგურა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაჩეკმა განაცხადა, რომ კონტრდაზვერვამ ქვეყანაში რუსეთის საგარეო დაზვერვისა და სამხედრო დაზვერვის რეზიდენტურები გაანადგურა.

„რუსეთმა გაცილებით მეტი ჩვენი დიპლომატი გააძევა, ვიდრე ჩვენ მათი დაზვერვის თანამშრომელი. ჩეხეთი რუსეთის ოპერაციების მსხვერპლი გახდა“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იან ჰამაჩეკმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი თავისი მწვავე რეაქციით ცხადყოფს, თუ როგორ ეწყინათ, რომ ჩეხეთის კონტრდაზვერვამ ქვეყანაში რუსეთის საგარეო დაზვერვისა და სამხედრო დაზვერვის რეზიდენტურები გაანადგურა.

17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა. დიპლომატები რუსეთის დაზვერვაზე ფარულად მუშაობდნენ. ამასთან ჩეხეთის ხელისუფლებამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ამ პირებს კავშირი ჰქონდათ 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

18 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ჩეხეთის საელჩოს 20 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.