აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, უოლტერ მონდეილი 93 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
უოლტერ მონდეილს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 1977-1981 წლებში, ჯიმი კარტერის ადმინისტრაციის დროს ეკავა.
1984 წელს უოლტერ მონდეილი „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, თუმცა რონალდ რეიგანთან დამარცხდა.