აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.
ტელეკომპანია Fox News-ის ჟურნალისტის კითხვას, რამდენად დიდია იმის შესაძლებლობა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა უპასუხა;
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მას მხარი 75-მა მილიონმა ამერიკელმა დაუჭირა, რაც ცხადყოფს, რომ მისი მხარდაჭერის დონე მაღალია.
„საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის იდეას სრული სერიოზულობით ვეკიდები. თუმცა, სამართლებრივი თვალსაზრისით, ამაზე საუბარი ჯერ არ მსურს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.