ნდობის რეიტინგსიას მობილური ოპერატორები ლიდერობენ, უნდობლობისას - მშენებლები

ნდობის რეიტინგსიას მობილური ოპერატორები ლიდერობენ, უნდობლობისას - მშენებლები

მომხმარებლის ნდობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული ელემენტია ნებისმიერი ბიზნესისა თუ სფეროსთვის. საინტერესოა ქართველი მომხმარებელში რომელი სფერო ან დარგი იწვევს ნდობას თუ უნდობლობას.

საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და სტრატეგიული კონსალტინგის სფეროს კომპანია “ეისითიში” მიაჩნიათ, რომ მომხმარებლების ნდობის შესახებ ინფორმაცია ფასდაუდებელ სამსახურს უწევს ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს. ამიტომ მათ წარმოადგინეს კვლევა რამდენად ენდობა მომხმარებელი ადგილობრივ ბიზნესს და სახელწიფო სექტორს.

აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში ნდობის ხარისხი საკმაოდ მაღალია როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებების მიმართ. ყველაზე მაღალი ნდობა დაფიქსირდა მობილური ოპერატორების მისამართით, თბილისის მოსახლეთა 88% აცხადებს, რომ ენდობა მათ და მხოლოდ 10% ეპყრობა უნდობლად.

მიუხედავად იმისა, რომ პირად საუბრებში ხშირად მოისმენთ სამედიცინო დაწესებულებების მიმართ კრიტიკულ მოსაზრებებს, ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ მოსახლეობის ნდობა ძალიან მაღალია კერძო სამედიცინო კლინიკების მიმართ და 75%-ს შეადგენს.

ასევე მაღალი ნდობა ფიქსირდება ბანკების (70%), ქართული წარმოების კვების პროდუქტების (76%) და სახელმწიფო განათლების სისტემის (68%) მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ კერძო განთლების სისტემის მუმდმივი რეკლამირება და პოპულარიზაცია მიმდნარეობს, ნდობის საკითხში ის შესამჩნევად ჩამორჩება სახელმწიფო განათლების სექტორს (56%). როგორც მოსალოდნელი იყო ყველაზე ნაკლებად სამშენებლო სექტორს (22%) და ბენზინგასამართ სადგურებს ენდობიან (46%).       

სამშენებლო სფერო საერთოდაც კვლევის აუტსაიდერია. იგი განსაკუთრებით პრობლემატური დარგია და უნდობლობის რეიტინგსიის ლიდერიცაა. მშენებლებს არ ენდობა მოქალაქეთა 58%, ანუ 5-დან 3 ადამიანი.

დაკარგული ნდობის აღდგენას მრავალი წელი თავდაუზოგავი შრომა სჭირდება, რასაც კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს სამშენებლო კომპანიებადმი ნდობის დაბალი მაჩვენებელი. ამ სექტორმა 2008 წლის კრიზისის შემდეგ ჯერაც ვეღარ მოახერხა იმიჯის რეაბილიტირება. რასაც ვერ ვიტყვით საბანკო სექტორზე, როგორც ჩანს, ბანკები უკეთ გაუმკლავდნენ კრიზისულ სიტუაციას და შედეგიც სახეზეა. თუმცა ბანკებისადმი სხვა მრავალი პრეტენზია არსებობს, რომელსაც მომხმარებელი თითქმის ყოველდღიურად აფიქსირებს.

უნდობლობის საკმაოდ დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება ქართული წარმოშობის მედიკამენტების (44%) და სადაზღვევო კომპანიების მიმართაც (40%). ამ მხრივაც შედეგი მართლაც ლოგიკურია. მზღვეველების მისამართით ნეგატიური განწყობა წლიდან წლამდე არ იკლებს. უნდობლობის რეტინგში შემდეგ საფეხურზეა კერძო განათლების სისტემა (37%), სადაც დადგენილი მაღალი გადასახადის შესაფერისი სწავლების დონე ვერაფრით დაწესდა. გარდა ამისა, გამოკითხული მოქალაქეები უნდობლობას აფიქსირებენ კერძო სამედიცინო კლინიკების (22%), კაფეებისა და რესტორნების (21%), ბანკების (26%) და მობილური ოპერატორების (10%) მიმართ, მაგრამ მათდამი უნდობლობა საკმაოდ დაბალია.

აღსანიშნავია, რომ კომპანია “ეისითიმ” ამ კვლევის ტენდენციების დასადგენად 2013 წლის თებერვალში რეპრეზენტატული შერჩევის საფუძველზე, სატელეფონო ინტერვიურებით გამოიკითხა თბილისის 426 ზრდასრული მაცხოვრებელი. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.8%-ს.

ეკონომიკის სფეროს ექსპერტი გიორგი ღაღანიძე მიიჩნევს, რომ ჩატარებული კვლევა სავსებით ადასტურებს რეალობას და იმ განწყობას, რომელიც დღეს ქართული ბიზნეს-სექტორის მიმართაა.

“ისედაც მოსალოდნელი იყო, რომ ყველაზე უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა სამშენებლო სექტორის მიმართ. აქ ყველაზე მეტი პრობლემაა. ხალხი ხედავს, რომ უამრავი შეუსრულებელი ვალდებულებაა დაგროვილი და სამშენებლო სფეროს ძლიერ უჭირს. ასეთ ფონზე ნდობა იკლებს, ლოგიკურია.

კარგია, რომ კვების ობიექტების მიმართ ნდობა დადასტურდა. ეს ნიშნავს, რომ სურსათის სფეროს იმპორტიორები საქართველოში ნაკლები ნდობით სარგებლობენ და ადგილობრივი წარმოების კვების პროდუქტების მიმართ მეტი ინტერესია. ამდენად, გამოკითხვის შედეგები არის ნორმალური, რომელიც ისედაც ადვილად პროგნოზირებადი იყო”, - აღნიშნავს გიორგი ღაღანიძე.