რომის პაპი ფრანცისკე აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის შემცირების მოწოდებით გამოდის.
„გთხოვთ! იმედი მაქვს, რომ დაძაბულობის ზრდის თავიდან აიცილება შესძლებელია. საჭიროა ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორმხრივ ნდობას, შერიგებასა და მშვიდობას“, - აღნიშნა რომის პაპმა.
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. 1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.