ვისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში სროლისას სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ინციდენტი შემთხვევითი არ იყო და სავარაუდოდ, ბარში მომხდარმა არეულობამ გამოიწვია. თავდამსხმელი პოლიციას ჯერ არ დაუკავებია.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, სთხოვენ, კენოშის ოლქის შერიფის დეპარტამენტს დაუკავშირდნენ.