სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები 26 მაისს ჩატარდება

სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები 26 მაისს ჩატარდება

სირიის სახალხო ასამბლეამ (პარლამენტმა) საპარლამენტო არჩევნები 26 მაისს ჩანიშნა, - ამის შესახებ Anadolu ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

კანდიდატებს უმაღლეს საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადების წარდგენა დღეიდან 28 აპრილამდე შეუძლიათ.

არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის, პოლიტიკური შეთანხმების არარსებობის, ოპოზიციასა და რეჟიმს შორის მოლაპარაკებების ჩავარდნისა და 10 მილიონზე მეტი სირიელის იძულებით გადაადგილების ფონზე მიიღეს. მეტიც, ამჟამად ქვეყნის დაახლოებით 40% რეჟიმის კონტროლს არ ექვემდებარება.

სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ასადი ქვეყანას 2000 წლიდან, მამის გარდაცვალების შემდეგ მართავს. მაშინ მინიმალური საპრეზიდენტო ასაკი 40 წელი იყო, თუმცა კანონი ბაშარ ასადის ასაკის მიხედვით შეცვალეს და ის 34 წლამდე დასწიეს.