აშშ-ში, ჩიკაგოში, სამართალდამცველის მიერ 13 წლის ლათინოამერიკელი ბიჭის, ადამ ტოლედოს მკვლელობის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას მრავალათასიანი აქცია მოჰყვა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„შეწყდეს რასისტი პოლიციის ტერორი!“, „ხელები მაღლა, არ ისროლი!“, „არაა სამართლიანობა, არაა მშვიდობა!“, „სამართალი ადამ ტოლედოსთვის!“, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
დემონსტრანტებმა მოკლულის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს და სოლიდარობა გამოუცხადეს ბიჭის ნათესავებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვას სთხოვდნენ.
ჩიკაგოს პოლიციამ 16 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა 9-წუთიანი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც 29 მარტს, 34 წლის პოლიციელის მიერ 13 წლის ბიჭის მკვლელობაა ასახული. ვიდეოში ისმის ხმა, როგორ ყვირის პოლიციელი „დააგდე!“. ირკვევა, რომ უშუალოდ იმ დროს, როცა ბიჭს ესროლეს, მას იარაღი ხელში არ სჭერია, თუმცა, გავრცელებულ კადრებში იარაღი ბიჭის სიახლოვეს ჩანს.