„ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ექსტრემიზმის ადგილი არ არის“

„ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ექსტრემიზმის ადგილი არ არის“

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დენიელსონმა წარადგინა. ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი, ასევე რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა. პოზიციას არ ცვლის რადიკალური ოპოზიცია და მიაჩნიათ, რომ მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება საერთაშორისო ძალების ზეწოლის შედეგად მიიღო.

for.ge ანალიტიკოსს დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

„ქართული ოცნება“ იღებს გადაწყვეტილებას და ხელს აწერს კრისტიან დენიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტს, როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო მმართველმა გუნდმა ეს გადაწყვეტილება დღეს, როცა აშშ–ში შეხვედრებს მართავს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე?

დავით ზარდიაშვილი: ქვეყანას სჭირდება ეს გადაწყვეტილება. ამ დოკუმენტთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა გარკვეული შენიშვნები, მაგრამ იქვე განაცხადა, რომ პრინციპულად თანახმაა, რომ ამ დოკუმენტს ხელი მოაწეროს. რადგან ოპოზიციამ უარი თქვა, მაშინ, იქვე, შეხვედრაზე იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ „ოცნებაც“ არ მოაწერდა ხელს.

ახლა, ირკალი კობახიძის ვაშინგტონში ვიზიტის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ „ოცნება“ მოწოდებულია შედგეს შეთანხმება. სწორედ ამის დემონსტრირებაა ის, რომ მიუხედავად შენიშვნებისა, მზად არის კომპრომისზე წავიდეს და იმ სახით, რა სახითაც იყო შემოთავაზებული ეს დოკუმენტი, ხელი მოაწეროს. ეს არის კიდევ ერთი მზაობა, დემონსტრირება იმისა, რომ „ოცნებას“ აქვს კონსტრუქციული პოზიცია.

მმართველი გუნდის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერა არის პოლიტიკური პოლარიზაციისაკენ გადადგმული ნაბიჯი?

– ცხადია. ხელისუფლებამ ამოწურა კომპრომისის ყველანაირი რესურსი. რისი დათმობა შეეძლო, ბოლომდე დათმო. მთავარი რაც არის – იღებს ამნისტიციის კანონს და 2019 წლის ძალიან მძიმე დანაშაულში ბრალდებულები და მსჯავრდებულები, არა მარტო მელია, არამედ ყველა მონაწილე განთავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. ამაზეც კი წავიდა ხელისუფლება, ეს მაშინ, როდესაც პარლამენტზე შეტევა არის მძიმე დანაშაული.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ეს არაა, მთლად მართლზომიერი და სამართლათან თანმხვედრი გადაწყვეტილება, მაგრამ პოლიტიკური კომპრომისია. თუ „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებში ჯამურად 40%–ზე ნაკლებს აიღებს, მაშინ მზად არის განიხილოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი. ამაზე მეტი კომპრომისი ყოვლად წარმოუდგენელია. რჩება ერთადერთი – ეს ხელისუფლება წავიდეს და მოვიდნენ ეს ექსტრემისტული ძალები. რასაც „ოცნებას“ არ აპატიებს ქართველი ამომრჩეველი რადგან, რეალურად, ეს ნიშნავს სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმას.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას თანმხვედრი ნაბიჯი არ მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან და იგი ისევ დესტრუქციაზე საუბრობს. რეალურად მივდივართ იმ დასკვნამდე, რაზეც საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ რასაც ოპოზიცია აკეთებს, ეს აწყობს რუსეთს...

– რუსული თამაში იქით იყოს, ეს არის ყველანაირი ცივილური პოლიტიკიდან ამოვარდინილი უგუნურობა. ეს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟია - შენ საბოტაჟს უწყობს ქვეყნას, რადგან  პარლამენტს არ აძლევ სრულფასოვნად შეკრების საშუალებას, რომ თავისი ფუნქცია განახორციელოს. ოპოზიციის ხელშია მნიშვნელოვანი ფუნქცია – სამთავრობო კონტროლი. ამის შესაძლებლობა როცა არ იქმნება, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს აწყობ და არ აძლევ უფლებას, რომ სრულფასოვანი დემოკრატია და გამართული პოლიტიკური სისტემა ჰქონდეს.

მიზანი რა არის? – ხელისუფლების შეცვლა არაკონსტიტუციური გზით. რიგგარეშე არჩევნების უკან რეალურად რა დგას, ეს ხომ ყველამ ვიცით, ეს არის ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა. ხელისუფლება უნდა წავიდეს და თავად უნდა მოვიდნენ, ამას არც მალავენ. ეს არის ბრძოლა წესების გარეშე. მათ იმედი აქვთ და ამბობენ, რომ 15 მაისს ასი ათას ადამიანს გამოიყვანენ ქუჩაში.

ერთია რას ამბობს ოპოზიცია და მეორეა IRI–ის კვლევა, რომელიც 2–26 თებერვლის პერიოდში ჩატარდა, საკმაოდ დაბალია უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი...

– გზა არ აქვთ. ყველა გზა მოიჭრეს, როგორც კი უარი თქვეს პოლიტიკაში ლეგალური გზით მონაწილეობაზე. დაკავებული არიან საბოტაჟით, ცდილობენ, რომ არაკონსტიტუციური გზით მიაღწიონ ხელისუფლების მოპოვებას, მიუხედავად იმისა, რომ წარუმატებელია მათი ყველა ნაბიჯი, მაინც ჯიუტად ამ გზას ადგანან და იმედი აქვთ, რომ სიჯიუტით მიაღწევენ საწადელს.

ამიტომ პარლამენტმა საბოლოო ჯამში უნდა იმსჯელოს იმაზე, რომ დააკმაყოფილოს ამ ექსტრემისტების განცხადება, თავად თქვეს უარი მანდადეტებზე. მათ მაგივრად მოვლენ სხვა ძალები, პარლამენტის შევსება უნდა მოხდეს სხვა მექანიზმით და ამის თაობაზე ქართველ პოლიტვერანებს პარლამენტში შეტანილი გვაქვს ინიციატივა.

საქართველოში რომ ჩამოყალიბებული პოლიტიკური და მმართველობითი სისტემა იყოს, ამ ოპოზიციის ადგილი აღარ იქნებოდა ამ სივრცეში. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ექსტრემიზმის ადგილი არ არის, ისევე როგორც არც ერთი ცივილურ ქვეყანის პოლიტიკურ სივრცეში. ექსტრემისტებს არ ელაპარაკებიან, ისევე როგორც ტერორისტებს.

სამწუხაროდ, ამომრჩეველთა რაღაცა ჯგუფმა ასეთ ექსტრემისტულ ძალებს მისცა ხმა და მიანიჭა მანდატი. ამომრჩევლის ნება უზენაესია, მაგრამ ეს მანდატმიღებულები საბოტაჟს უწყობენ სახელმწიფოს და პარლამენტს, მიღებული მანდატები უკან გადმოყარეს და ამიტომ მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება. მანდატები თავიდან უნდა გადავანიწილოთ, ამას ითხოვს ცივილური სახელმწიფოს ლოგიკა.

კოტე "საჭიროა ცხოვრების მიზნისა და მთელი იმ თვალსაჩინოების ცოდნა რაზეც დაგვყავს ჩვენი წარმოდგენები, წინაარმდეგ შემთხვევაში ყოველივე მოუწესრიგებელი და შფოთვით სავსე იქნება" დემოკრიტე.
24 საუკუნე გავიდა რაც კაცობრიობა და სახელმწიფოები ამ ჭეშმარიტების გაგაბამდე ვერ მივიდა, ამიტომ ყელში ამოვიდა უგზო-უკვლო განათლება! უმისამათობა!
"უმიზნო საზოგადოებაში რა პასუხს თხოვთ პიროვნებას". შოთა ნადირაშვილი. მე დავამატებდი: რას გაგვიტრაკეთ საქმე ამ ვითომ მოაზროვნეებმა და მასწავლებლებმა!!! საკუთარ სხეულზე დადგმულ თავში მოთავსებულ ტვინს მოუსმინეთ თუ რას გეუბნევათ, ..... ის იქნება თქვენი უფლება - თავისუფლება!!!! გიკარნახებთ, გაგსაზღვრავთ და გაგაცობიერებთ თქვენი სიცოცხლის სამყაროს სასიცოცხლო კანონზომიერებასთანა თუ სამყაროსთან მთლიანობაში შესაბამისი ყოფიერების დანახვაზე!!! სხვა ბლუწუნს შეეშვით!!!!
არ ეკადრება ქართველ ერს, გათითოკაცებულ და მექანიკური კრებულის სახით სიარული ცივილიზაციაში!!! საჭიროა საერთო იდეებისა თუ მიზნების, საერთო ინტერესისა თუ მისიის ჩამოყალიბება ეროვნული კურსის სახით! დემოკრიტე გააანალიზეთ!!! აზრზე მოდით!!!!!, ...........!!!!!
3 წლის უკან
კოტე ბატონებო!!
მოგეხსენებათ, რომ ერს, როგორც კანონზომიერ ერთეულს, ცივილიზაციას, გლობალიზაციასა თუ სამყაროსთან მთლიანობისათვის გააჩნია თავისი ბუნებრივი კურსი, ხოლო საზოგადოება ამ კანონზომიერებასთან შესაბამისობისათვის ვცდილობთ, უნებლიე მოძრაობის მიზნობრივით უპირატესობისა და სახელმწიფოობრიობის ანუ, მოცემული სასიცოცხლო კანონზომიერების საზოგადოებრივად განფენილობის უმჯობესობას ურთიერთთანამშრომლობის ვალდებულებითი კანონით კონსტიტუციით, მაგრამ, ვინაიდან ნებისმიერი ხელშეკრულების დადება განპირობებულია საერთო მიზნისა და ურთიერთსანდოობაში ეჭვიანობის გამო, ამიტომ, უმჯობესი ხომარიქნებოდა დემოკრატიული რესპუბლიკისათვის ანუ, სახელმწიფოობრიობის საერთო მმართველობაზე მოვალეთა საზოგადოებისათვის, კონსტიტუციაში ასოცირებული, ანდა ასეც რომ გამოვთქვათ კოლექტიურ ხელშეკრულებაში ასოცირებული საერთო მიზანდასახულობების ცალკე ჩამოყალიბება ეროვნული კურსის სახით და კონსტიტუციის სათავსართო ფიცის სავარაუდოდ ასეთი ფორმულირება
ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ბუნებრივი ნებაა: სულიერ და ეკონომიკურ მოთხოვნილებათათვის, გონებრივ, ფიზიკურ, ბუნებრივ და ხელოვნურ საშუალებებთან მოპყრობის, მსოფლიოს მშვიდობიან განვითარებაში ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოობრიობისა და საქართველოს ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრეობის უმჯობესობა, ვხელვმძღვანელდებით საქართველოს ეროვნული კურსით და, შესაძლო შეფერხებისა თუ უნდობლობისა , ვვალდებულობთ ურთიერთთანამშრომლობის ამ კანონს, კონსტიტუციას.
იქნებ მიზანშეწონილია და მოხერხდეს: ეროვნული კურსისა და ფიცის სამეცნიერო საფუძვლებზე ჩამოყალიბება, ხოლო, სამშვიდობო მსოფლიო ფორუმის საქართველოში მასპინძლობა იმ ინიციატივ-ით, რომ სამყაროს მთლიანობასთანა თუ, სასიცოცხლო კანონზომიერებასთან, ურთიერთსაჭიროებათა მოწესრიგებულობა სამშვიდობო აქსიომა და ჩვენი მისიაა.
ამ ნოვაციებისათვის ძირითად საკვანძო აზრებსა და ეროვნული კურსის თეორიულ ვარაუდს გთავაზობთ ქვემოთ, ხოლო ჰერალდიკურ ვარაუდს წარმოგიდგენთ თქვენი სურვილის შესაბამისად.
საერთო სულიერი მაკავშირებელისათვის, რომელიც, ღვთის მიერ სიცოცხლის სახითაა მოცემული, სიცოცხლის მატარებელთა ურთიერთსაჭიროების მოწესრიგებულობა სამშვიდობო აქსიომა და ჩვენი მისიაა, ამიტომ, ჩვენი არსებობის არსს ამ მისიაში უნდა ვამართლებდეთ.
ერი, ტერიტორიული ერთეულის სასიცოცხლო გენეტიკის ადამიანთა ერთობლიობაა, წარმოადგენს მრავლობით არსებით სახელს რომლის შემასმენელი, იმ სივრცესა და დროსთან მთლიანობაა რომლითაც იგი აღმოცენდა, ესეიგი ცალსახაა, რომ პიროვნების, ოჯახის, ერის, საზოგადოებისა თუ კაცობრიობის ფსიქოლოგიური ნიხრი ანუ, ცნობიერების, თუნდაც ჩვენდა უნებლიე საზომი, საზრისი, მმართველი თუ მამოძრავებელი, სამყაროს მთლინობასთანა თუ მოცემულ სასიცოცხლო კანონზომიერებასთან შესაბამის-ობისათვის, ერთი შესატყვისობა, ერთი სახელმწიფოობრიობა და ერთი სახელმწიფოა, ეს ყოველივე კი საფუძველია, არსებული პოლიტიკიდან, და არა პოლიტიკური მეცნიერებიდან, ეროვნული იდეოლოგიი-სა და მისი მახორციელებელი ეროვნული პოლიტიკის გამორჩეულობისა და ლოგიკური წარმოებისა.
სახელმწიფოობრიობა , ტერიტორიული ერთეულის სასიცოცხლო კანონზომიერების საზოგადოებ-რივად განფენილობაა, საზოგადოებრიობითობაა, ანუ, არათანაბარი ცნობიერების, შესაძლებლობებისა თუ განსხვავებული რწმენის ადამიანთა და სიცოცხლის სხვა მატარებელთათვის, მოცემულ სასიცოცხლო გენეტიკასთან შესაბამისობისათვის, შესატყვის ყოფიერებათა თანმდევრულობითი გავრცობითობა.
სახელმწიფო, ისეთ ხდომილობათა კანონქვემდებარეობითი, კანონდაცულობითი თუ კანონვალდებულ-ებითი თანმიმდევრულობაა, რომელიც საზღვრავს ანუ, ჩარჩოებსა თუ შესაბამისობაში აქცევს, ტერიტორ-იული ერთეულის სასიცოცხლო კანონზომიერებასთან ადამიანთა და სიცოცხლის სხვა მატარებელთა ურთიერთსაჭიროებას, მაშასადამე მოცემულობაა, რომ სახელმწიფოს მისიაა, საზოგადოების ერთიანობა, მთლიანობა თუ საერთო მიზნობრიობა უთანაბრობის მოცემულობაში, ესეიგი, პიროვნების, პიროვნებათა ჯგუფის, ოჯახის, ერის, საზოგადოებისა თუ სიცოცხლის მატარებელ სხვა ერთეულთათვის, მოცემულ სასიცოცხლო კანონზომიერებასთან შესაბამისობისათვის, საჭირეობისდა მიხედვით, შესატყვის ვითარებათა ქმნადობის ბუნებრივი დანიშნულება.


დემოკრატიული რესპუბლიკა, ტერიტორიული ერთეულის სასიცოცხლო გენეტიკის საზოგადოებრივ-ად განფენილობის ანუ, სახელმწიფოობრიობის საერთო მმართველობაზე მოვალეთა საზოგადოების, განვითარების ბუნებრივი კანონზომიერებაა, სადაც ერის ბუნებრივი წესრიგობა, პიროვნულ, ეროვნულ, საერო თუ სასულიერო მიზანთა ერთიანობაა, ხოლო ხელმძღვანელდება, საზოგადოების საერთსოლოვ-ნო აზრის ფორმირების საფუძველით ეროვნული კურსით და, შესაძლო შეფერხებისა თუ უნდობლობისა, იშველიებს ურთიერთთანამშრმლობის ვალდებულებით კანონს, ეროვნულ კონსტიტუციას.
იდეოლოგია მიზანთა კვლევის მეცნიერებაა საერთო ფილოსოფიურ მსოფლმხედველობაში. იდეოლოგიასა და პოლიტიკაზე მსჯელობა მიჩნეულია კანონად, მხოლოდ და მხოლოდ გამოსახული მიზნის შემთხვევაში, განსაზღვრებით კი, იდეოლოგია არის, ისეთ თვალსაზრისთთა და თვალსაჩინოება-თა ერთობლიობა, რომელიც აასოცირებს ან გამოხატავს საერთო მიზნისაკენ საერთსულოვნო აზრს, პოლიტიკა კი, იდეოლოგიის სისტემაში მოყვანის მეცნიერებაა ანუ, ისეთ თვალსაზრისთთა და თვალსაჩინოებათა, ანდა, ისეთ სუბიექტურ და ობიექტურ ნიმუშთა შერჩევა და პირობითობა, რომელიც საზღვრავს შერჩეული მიზნისაკენ სამოძრაო გზას ანუ, პიროვნებასა თუ საზოგადოებას აყენებს შერჩეული მიზნისაკენ სამოძრაო სისტემაში.
თუ, გამოკვეთილი და ჩამოყალიბებული იქნება საერთო მიზანი ანუ, მოცემულ სასიცოცხლო კანონზომიერებასთან სიცოცხლის მატარებელთა ურთიერთსაჭიროების მოწესრიგებულობა სამეცნიერო საფუძვლებზე ეროვნული კურსის სახით, მაშინ, პოლიტიკამ საზოგადოებას უნდა განუსაზღვროს ეროვნული კურსის განხორციელებისათვის შესაბამის ყოფიერებათა თანმიმდევრულობა.
პოლიტიკის ბუნებრივი თვისებაა პოზიციისა და ოპოზიციის ერთდროული არსებობა, იდეათა პაექრობა ყველა დონეზე მაგრამ, საერთო მიზნის უქონლობის შემთხვევაში იგი, ანტაგონიზმამდე დადის.
განათლება, სამყაროს მთლიანობისათვის, მოცემული სასიცოცხლო კანონზომიერებისათვის,
სიცოცხლისათვისა თუ, სულიერ და ეკონომიკურ მოთხოვნილებათათვის, გონებრივ, ფიზიკურ, ბუნებრივ
და ხელოვნურ საშუალებათა შესაბამისად გამოყენების შემეცნებაა, ამ საშუალებათა უმჯობესობა და
მათთან მოპყრობის უკეთესობა განვითარება, ამ საშუალებათა უმჯობესობის ვარაუდი კი, იმედი.
პიროვნების, ოჯახის, ერის, საზოგადოებისა თუ სიცოცხლის სხვა მატარებელთა სამყაროს მთლიანობასა
თუ სასიცოცხლო კანონზომიერებასთან შესაბამისობის ხარისხი, შესატყვისობის დონე, ანდა, ფარდობით-
ობის პროცენტულობა სინამდვილე, ანუ, ეგ.წ. რეალობა, ხოლო, სამყაროს მთლიანობასთან სიცოცხლის
მატარებელთა ურთიერთსაჭიროებისათვის ურთიერთთან მაკავშირებელ საშუალებათა უმჯობესობით
განპირობებული ერთობლიობა და გამოწვეული გამთლიანება გლობალიზაცია, ერის, როგორც კანონზომ-
იერი ერთეულის, უცვლელობისა და უეროვნებო საზოგადოების გამორიცხვით.
ეროვნული პოლიტიკის წარმოებისათვის საჭიროა, ერის ქვეცნობიერებიდან გამოთავისუფლდეს საერთო მიზანი და დაიწეროს იგი ეროვნული კურსის სახით, რათა საზოგადოებას მოგვეცეს: სასიცოცხლო ბუნებრივ კანონზომიერებასთან შესაბამისობისათვის საერთსულოვნო მოტივაციის უმჯობესობა, ცივილიზაციას, გლობალიზაციასა თუ ბუნებრივ მოცემულობათა მიმართ, სახელმწიფოობ-რიობის, ეროვნული სახელმწიფოსა და ერის სასიცოცხლო ყოფიერების უკეთესობის დროში დაჩქარება, თვითგამორკვევა, თვითმიზნობრიობა თუ თვითმმართველობა: სამართლიანობისა სიმართლისათვის, ერთობლიობისა ერთობისათვის, პროფესიონალიზმისა პატრიოტიზმისათვის, ....., .......
ეს აზრები გაეგზავნათ 29.12.2020წ-ს: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავჯდომარეს, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, პარლამენტის თავჯდომარეს, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საპატრიარქოს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს, საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და კომიტეტების თავჯდომარეებს. 24 თებერვალს გაეგზავნა ახალ პრემიერ-მინისტრს. (ვწუხვარ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა და ვერ ვაწოდებ). არ მიმიწოდებია აზრი ეროვნული კურსისა და ფიცის როგორც დოკუმენტების მიღების სამართლებრივ ფორმებზე. ვფიქრობ, რომ ისინი მიღებული უნდა იქნენ რეფერდუმით. დღემდე არანაირი შეხმიანება არ არის.
გთხოვთ, ეროვნული პოლიტიკის წარმოებისათვის ეროვნული კურსის კანონზომიერებას, ჩამოყალიბებ-ას, შემოტანასა და ეროვნული ფიცის მოწესრიგებაზე საკითხებით ავაწყოთ სააზროვნო ცივრცე. .......
პატივისცემით მუმლაძე კოტე
577 34 00 03
17. 04.. 2021.


საქართველოს
ეროვნული კურსი

პატივისცემა! თითეულ პიროვნებას, ერსა და ეროვნებას, რამეთუ, სამყაროს სასიცოცხლო
კანონზომიერებასთან, ურთიერთსაჭიროებათა მოწესრიგებულობა სამშვიდობო აქსიომა და ჩვენი მისიაა!

თაყვანისცემა! საქართველოს ბუნებრივ მოცემულობას, ვითარცა ჟამს: სიცოცხლისათვის,
ერთნაირი ცნობიერებისა და რწმენისა, გენისა და ენისა, დამწერლობისა და
გეო- პოლიტიკური კუთვნილობისა, გონებრივ, ფიზიკურ, ბუნებრივ და ხელოვნურ
საშუალებებთან მოპყრობის უმჯობესობისა!

თავისუფლება! ვითარცა ნება: სამყაროს მთლიანობასა თუ სასიცოცხლო კანონზომიერებასთან,
სიცოცხლის მატარებელთათვის შესატყვისობის ქმნადობისა! საზრისი სულიერებისა და
საწყისი ზნეობისა, წყარო სიტყვისა და ბაზა სინდისისა, გეზი ყოფიერებისა და სარჩო მორალისა!

ერთობლიობა! ვითარცა გზავნილი: სახელმწიფოობრიობისა თუ სახელმწიფოს ერთობისა,
ოჯახისა თუ სამშობლოს თვისობრიობისა! თანამზრახველობა: ურთიერთგაგებასა თუ
თანადგომაში, დაფასებასა თუ ჯანდაცვაში, სიმართლის დაცვასა თუ ეკონომიკის აღმავლობაში, გეზი ურთიერთთანხმობრიობისა თუ თანამშრომლობისა , არსი ერთსულოვნებისა თუ თავისუფლებისა!

დიდება კულტურას! რომელიც არს ხელოვნება: პიროვნულ, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო
ღირსებებით ცხოვრებისა და მოქალაქეობისა, სიტყვაკაზმულობისა თუ სულიერების
თვალსაჩინოდ გამოხატვისა, სპორტული თუ გონებრივი პაექერობისა, მშვიდობისა თუ
მშვენიერების მსახურობისა!

მრავალჟამიერ სახელმწიფოთვისობრიულ ოჯახს! რამეთუ იგი არს: სიცოცხლის მშობლობისა
და მრავლობისათვის სასიცოცხლო კანონზომიერებასთან შესაბამისობის გარემოება! საცხოვრისი,
სახლი თუ კერა, გენური თუ ეროვნული კოდის სამემკვიდრეო ხიზანისა, საყდარი
სიყვარულისა და წესი პატრიოტიზმისა!


ჩვენი ხატია სამშობლო მშვიდობას უმღერს დიდებას
სახატე მთელი ქვეყანა, ცისკრის ვარსკვლავი ამოდის, ამოდის
განათებული მთა-ბარი და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
წილნაყარია ღმერთთანა. დიდება თავისუფლებას
თავისუფლება დღეს ჩვენი თავისუფლებას დიდება!
3 წლის უკან