„არ მგონია, რომ ოპოზიციამ ამ დოკუმენტს ხელი მოაწეროს,  შესაძლოა, „ოცნების“ ცალმხრივი ხელმოწერა დარჩეს“

„არ მგონია, რომ ოპოზიციამ ამ დოკუმენტს ხელი მოაწეროს,  შესაძლოა, „ოცნების“ ცალმხრივი ხელმოწერა დარჩეს“

„დენიელსონის დოკუმენტში არავითარი მინიშნება ვადამდელ არჩევნებზე არ ყოფილა. რაც შეეხება ე.წ. პოლიტპატიმრების თემას, იქ იყო მინიშნება იმაზე, რომ უნდა ეპოვათ კომპრომისული გადაწყვეტილება“, - ასე აფასებს For.ge-სთან ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომ ხელისუფლება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დენიელსონის დოკუმენტს ხელს მოაწერს.

For.ge გთავაზობთ ინტერვიუს ზაალ ანჯაფარიძესთან.

ზაალ ანჯაფარიძე: ვთვლი, რომ მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე აშშ-ში ჩავიდა, „ქართულმა ოცნებამ“ იქ მიიღო გარკვეული მინიშნებები და გზავნილები, რაც თავადაც აღიარა - აშშ ელოდებოდა, რომ ხელისუფლება კომპრომისულ ნაბიჯებს გადადგამდა. ასევე ევროპელი პარლამენტარებისგან წამოვიდა მინიშნება, რომ მართალია, ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ კრიზისზე, მაგრამ მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა.

ეს აქცენტები იქნა გათვალისწინებული და ამით „ქართულმა ოცნებამ“ წინმსწრები ნაბიჯი გადადგა, დაასწრო ოპოზიციას და ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, მიუხედავად გარკვეული შენიშვნებისა. დოკუმენტზე ხელმოწერით სიგნალი გაუგზავნა დასავლელ პარტნიორებს, რომ „ქართული ოცნება“ მიდის იმ კომპრომისზე, რაც ევროპელმა მედიატორმა ჩამოიტანა.

კობახიძის განცხადებებში ჩანდა, რომ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ დასავლეთი „ქართული ოცნებისგან“ ითხოვდა პირველი შემხვედრი ნაბიჯის გადადგმას და ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგა. ახლა ვნახოთ, რითი უპასუხებს ამას ოპოზიცია.

როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია, რომ ყველამ თუ არა, ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწეროს დოკუმენტს?

- არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ ან „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ცალმხრივი ხელმოწერა შესაძლოა დარჩეს ასე.

თქვენი აზრით, „ოცნება“ შესაძლოა წამოვიდეს დათმობაზე და გიორგი რურუა და ნიკა მელია რაიმე სამართლებრივი ბერკეტით გათავისუფლდნენ?

- რთულია ამის წინასწარ პროგნოზირება. აქ მთავარი რურუას და მელიას საკითხი რომ არ არის, მგონი გვესმის. მელია და რურუა იქნებიან ციხეში თუ გარეთ, პრინციპული მნიშნელობა აღარ აქვს. მთავარი არის ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ ინიშნება, ეს არ დგას დღის წერსიგში და მივლენ იმ მოცემულობით, რაც დღეს გვაქვს.

თუ ოპოზოცია პარლამენტში არ შევა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მელიას და რურუას გამოუშვებს იურიდიული მექანიზმების გამოყენებით, ამით ოპოზიცია უკანასკნელ მხარდაჭერასაც დაკარგავს, რომელიც გააჩნია ევროპასა და ამერიკაში.

ის განცხადებები, რაც ფართო აუდიტორიისთვის არ არის ცნობილი, უკვე ქმნის იმ განწყობებს, რაც დასავლეთშია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ეს ოპოზიციისთვის რას შეცვლის? ბევრი საუბრობს, რომ დღეს ოპოზიციური სპექტრის რეიტინგი უფრო მეტად დაეცა...

- დავუშვათ, ოპოზიციამ თქვა, რომ ჩვენ მივაღწიეთ გამარჯვებას და დავანიშნინეთ ხელისუფლებას ვადამდელ არჩევნები, ამ შემთხვევაში კი საზოგადოება გამოვიდა და უფრო მეტი მხარდაჭერა მისცა „ქართულ ოცნებას“, რომ არ დაუშვას ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნება. რას იზამს ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართელო“ და მათი სატელიტი პარტიები? კიდევ ერთხელ გამოაცხადებს, რომ არჩევნების შედეგებს არ ვენდობითო? - თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა კომპრომისზე წასვლა და დანიშნა ვადამდელი არჩევნები, არ მგონია, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციამ მოიპოვოს იმაზე მეტი შედეგი, ვიდრე მას 2020 წელის არჩევნების დროს ჰქონდა.

„გირჩის“ განცხადებაზე რას ფიქრობთ, რომელმაც თქვა, რომ პარლამენტში მივლენ, მაგრამ სხდომებს არ დაესწრებიან? მათი თქმით, პარლამენტი მათი მეორე ოფისი იქნება და მათ ორშაბათს უბრალოდ კაბინეტები უნდა ნახონ...

- „გირჩს,“ როგორც სერიოზულ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ აღვიქვამ. მან მისი ბიბლიური თავისუფლების ხარჯზე შეძლო გარკვეული ელექტორატის მობილიზება არჩევნებზე. ის, რასაც ისინი აკეთებენ, სერიოზულ ნაბიჯებად არ შეიძლება იქნას განხილული.

ხელისუფლებისთვის შეიძლება ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი პარტია შევიდა პარლამენტში, მაგრამ ის, რასაც „გირჩი“ აკეთებს, ეს არის თამაში ხელისუფლებასთან. ვნახოთ, ახლა ეს თამაში რით დამთავრდება. მგონია, რომ მაინც შევლენ პარლამენტში, რაღაც თავის დღის წესრიგს გააჟღერებენ და ამით დასრულდება მათი საპარლამენტო მოღვაწეობა.

trampi ეგე............................ ხომ მაინც უარს ამბობენ??
მერე ხო იცოდით რომ ეგენი მაინც ყველაფერზე უარს იტყოდნენ?/
ხო იცოდით რომ მაგათ არჩევნები სინამდვილეში სუ სირზე ეკიდათ??
და რომ მაგათ არჩევნები კი არა პირდაპირ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ?
მერე რა ძალა გედგათ, რატო აქამდე არ აწერდით ხელს?? ხომ მაინც მოგაწერინეს ხელი?....... აქამდე რას ააყირავეთ ეს ქვეყანა?
დაჟე რომ გეთქვათ რასტრელზე ვაწერთ ხეელსო, ხო იცოდით რომ ეგენი მაინც ხელს არ მოაწერდნენ ?? მერე თქვე დაქნეულებო, აქამდე უნდა გექნათ მასე, აქამდე, რომ ამ ნაცებისთვის აქამდე ჩაგეხადათ
რომ გამოგეჩინებინათ მაგათვის შავი(კაცების) და თერი(ქალების) ტრაკები
ეხლა უფრო ადვილი არააა ამ ფანდარასტების მოგერიებააა?/
მე თქვენ ადგილზე დაჟე ახალ არჩევნებზეც კი მოვუწერდი ხელს.......ეგენი იმ ახალ არჩევნებზეც უარს იტყვიან......... იმიტომ რომ იციან, იციან რა დედიმისისასაც აიღებენ იმ არჩევნებში.........
....... მერე ბოლოს პირდაპირ იტყვიან დაგვსვით ხელისუფლებაშიო....და მორჩება კიდეც კინო ........ თქვენც დაისვენებთ და ჩვენც


მაგრამ უბედურება ისააა რომ თქვენც გაწყობთ ეს იწილო--ბიწილო.................... იმიტომ რომ თქვენც დიდი ჩათლახები ხართ-
-----------------------------------------------------------------------------------

იაგო ხვიჩია - მარტო მე მოვაწერ ხელს, ეგ კი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია დავიყოლიოთ მთელი ოპოზიცია, რომ ეს იყოს შერიგების წერტილი

ეს ვერააა კარგად ...................... ამანაც მარიაჟობა დაიწყო....
რა შერიგება, რის შერიგება ....... მიშას მანამ სული უდგა პრეზიდენტად უნდა იყოს, პრეზიდენდტად...
სხვანაირად შერიგება არ გამოვა ..... არაააა...................
ღვინო, დუდუკი, ქალები ...............პლიუს ისევ ბევრი ფული, ბევრი და ....................... პრიცეპკიანი სამალიოტი ბოზებით სავსე (როგორც დადიოდა ხოლმე)
აუუუუ...................რამდენი პეროგაყრილი ელოდება მის ჰარამხანაში ჩაწერას................ადრე ვერ მოასწრეს ....
ეს კიდევ შერიგებაო.................... მიშას ადგილზე შენ შერიგდებოდიიი??(ამდენი რამე დაააკარგინეს, პლიუს უკვე ბიძამისიც ემდურის)
ჰოოოდა არც მე შევრიგდებოდი................
ვსოოოოო......რევოლუცია სხვა გზა არააა.......

ლაზიი

იმ დღესვე დავწერე, რომ ხელი უნდა მოეწერათ. ამდენი იღიჯინეს, მაგრამ მაინც მოაწერეს. ტყუილად კი არ არის ნათქვამი ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო. ახლა, ის კაცი მაინც გაწბილებული დარჩა, ესენი კი იძახიან ზეწოლას ვერ გაუძლესო
---------------------------------------------------------

ხელის მოწერა არ მოწერის მიზანსაც და შედეგსაც ყველა კარგად ხვდებოდა, მაგრამ ....... ........................ჰოოოდა ესენიც ჩათლახები არიან ....ჩათლახები


დანიშნონ ახალი არჩევნები რა იქნება?...... ხომ იციან რომ ის ე.წ. ოპოზიცია იმის ნახევარსაც ვეღარ აიღებეს, რაც აიღეს?? ნაცებს დაჟე არჩევნები საერთოდ არ აწყობთ ........ ეგ სიაფანდზე იძახიან არჩევნებიო,...... თორე მაგათ ისე უნდათ არჩევნები, როგორც მე მიშას ჩამოსვლა
.....ჰოოოდა დანიშნონ ამათ რაღა --- რისი ეშინიათ??.......
შეიძლება ოცნებას ხმა არ მისცენ(ღირსებიც არიან)...... მაგრამ ოპოზიციას (ჯამურად ) თავისის ხალხიც აღარ მისცემთ ხმას ..... ...(წვრილწვრილ პარტიებს ვგულისხმობ.....ლელო.... პატრიოტები,..... სტრატეგია................ ესენი საერთოდ მოცურდებიან, ...ამისთანა შემთხვევაში ფაქტიურად იმათი ხმებიც ოცნებისკენ წავა......დედლებივით გაკეთდებიან
მოკლედ ესენი მაინც მოგებულნი დარჩებიან .................ჰოოოდა დანიშნონ რაღა .....
3 წლის უკან
ლაზი მოაწერს და შხულითაც. ოღონდ არა იმას რაზეც ოცნებამ გამოაცხადა, ხელს ვაწერო, არამედ დღევანდელ ვარიანტს, რომელიც დანიელსონის მიერ, წინათ შეთავაზებულისაგან მგონი განსხვავდება. საკითხავია ოცნებას როგორ მოწონს ეს ვარიანტი. ისე არც მეორე მხარე უნდა იყოს მთლად კმაყოფილი. დრო გვიჩვენებს ვინ მოიგო ამ ხუთთვენახევრიან ომში.
3 წლის უკან