ინდიანაპოლისში, კომპანია FedEx-ის შენობაში სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის პოლიცია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პირმა, რომელმაც ცეცხლი გახსნა, თავი მოიკლა. დაშავებულია ათობით ადამიანი.
სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.