პირველი გასვლა რეგიონებში - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მასშტაბური აქციისთვის მზადებას იწყებენ და გპირდებიან, ერთ თვეში ქვეყნის ყველა რეგიონს და ყველა მსხვილ ქალაქს შემოივლიან, პირისპირ შეხვდებიან მოქალაქეებს და პირადად მათგან მოისმენენ იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ოპოზიციამ 15 მაისისთვის მზადება კახეთიდან დაიწყო. თელავის ბაზარი იყო ის ერთ-ერთი ადგილი, სადაც პოლიტიკოსებს ხალხთან გასაუბრება სურდათ.
მმართველ გუნდში კი დარწმუნებული არიან ოპოზიციის შეხვედრები და მცდელობა უშედეგოდ ჩაივლის, ისევე, როგორც მათი დესტაბილიზაციის მცდელობა. 15 მაისს თბილისში აქცია მასშტაბური არ იქნება, რადგან მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიციას მოსახლეობა არ აჰყვება.
ანალიტიკოსებიც დარწმუნებულები არიან, რომ 15 მაისს მასობრივი აქცია არ იქნება, რადგანაც ოპოზიცია ხალხის მოთხოვნებს ადეკვატურად ვერ პასუხობს. ამომრჩევლის დაკვეთა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არ არის და ეს კვლევებითაც კარგად გამოჩნდა. ასევე, ოპოზიციას 31 ოქტომბრის მერე ხალხის ქუჩაში გამოყვანის არაერთი მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ეს ვერ შეძლო, ვინაიდან კაბინეტიდან კაბინეტში შარვალ-კოსტუმში გამოწყობილები დადიან და ხალხი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა ეს თავად სჭირდებათ. მოსახლეობა კი ვერ ხვდება აზრს, რატომ შეიძლება ოპოზიცია ამ ხელისუფლებას სჯობდეს. ვერ იგებს მოტივს, „ოცნება“ ნაციოანლებით ისევ რატომ უნდა ჩაანაცვლოს. ამიტომ ექსპერტები ოპოზიციას ურჩევენ, ხალხთან აქციების მოსაწყობად კი არ იარონ, არამედ მათი პრობლემების გასაგებად და ნდობის დასაბრუნებლად. სხვაგვარად ვერც დანიელსონის მოლაპარაკებები უშველით, რადგანაც დანიელსონსაც და ევროპელებსაც ისინი მხოლოდ მაშინ აინტერესებთ, როცა ხალხის მხადაჭერა აქვთ.
„მთელი საქართველოს მასშტაბით, კახეთი იქნება ეს, თუ სხვა რეგიონი, პირველ რიგში, ჩვენს ამომრჩევლებს უნდა მოვუსმინოთ. მათ აქვთ ბრაზი, რადგან ქვეყანა, რომელსაც ამხელა რესურსი აქვს, უკან მიდის, ხელისუფლება კი ილუზიას უქმნის, თითქოს საქართველო ყვავის. პირველ რიგში, ჩვენ იმ ადამიანებს შევხვდებით, ვისაც პროტესტი აქვს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი for.ge-სთან აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან გაერთიანებული დესტრუქციული ძალები, ქუჩის აქციებს მოლაპარაკების წინა რაუნდების დროსაც აწყობდნენ და უკვირს, თუკი ოპოზიციას ხალხისგან მხადაჭერა აქვს, 2თვიანი მომზადება რაში სჭირდება? ეს იქნება ერთდღიანი მრავალათასიანი პარტაქტივის შეკრება და რეგიონებიდან ფულით მოტყუებით ჩამოყვანილი მოსახლეობა, რომელიც მეორე დღეს უკან დაბრუნდება. შემდეგ კი, ისევ რამდენიმე აქტივისტი კარავში კობა ხაბაზთან ერთად დარჩება.
„გასაკვირი ის არის, ნებისმიერ პროტესტს, თუნდაც ეს მოსახლეობის მხრიდან იყოს გულწრფელად გამოხატული, ნაციონალები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. იქნება ეს ნამახვანჰესის პროტესტი თუ დაღუპული ბავშვების საგამოძიებო საქმეები. ვგულისხმობ ბაჩალიაშვილის, შაქარაშვილის თუ სარალიძის საქმეებს - ნებისმიერ პროტესტს უსინდისოდ იყენებენ. თუმცა, უკვე, როცა საუბარი მოლაპარაკებებზეა, საკმაოდ დამაბნეველია „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალი მოთხოვნა, რომელსაც ისინი აყენებენ. ხან სააკაშვილისთვის ამინისტიის გამოცხადებას ითხოვენ, ხან - ე.წ. პოლიტიკური პატიმრების სიის გაფართოვებას. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი ერთმნიშვნელოვნად პარლამენტში შესვლისკენ და შეთანხმებაზე ხელის მოწერისკენ მოუწოდებენ, ისინი ამას „აიგნორებენ“ და სამაგიეროდ, რაღაცა პროტესტებს და დესტრუქციას მიმართავენ. ვფიქრობ, 15 მაისს პროტესტი იქნება, მაგრამ მეორე დღეს მუხტი ისევ დავარდება. ეს მხუტი სამ ტელეკომპანიაში გაგრძელდება, სადაც დეზინფორმაციის და ტყუილის მეტს არაფერს ილაპარაკებენ“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთი ნაბიჯი რაციონალურად ვერ იხსნება. ეს არის მხოლოდ დესტრუქცია და ქუჩიდან რაღაცა ძალის ჩვენება, ყვირილით და ქუჩის აქციებით, რომელიც ხალხს აღარ აინტერესებს. აბაშიძე ამბობს, რომ თუ ოპოზიციას სურს საზოგადოების გული და გონება მოიგოს, ნეგატივით ამას ვერ შეძლებენ: „რეგიონებში გადიან და ისევ თავიანთ მომხრეებს ხვდებიან და არა ფართო საზოგადოებას. ეს მედია მასალებიდანაც კარგად ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან. მიტინგობანას გარეშე პოლიტიკის წარმოება არ შეუძლიათ, რაც საზოგადოებას აღარ აინტერესებს“.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური ელიტა სრულიად სხვა დღის წესრიგით ცხოვრობს. საზოგადოებასა და მათ შორის უფსკრულია გაჩენილი. პოლიტიკური პროცესი მოსახლეობისთვის სრულიად უინტერესო გახდა და ოპოზიცია იმის მაგივრად, რომ აქამდე მოსახლეობაში გასულიყო და მათი პრობლემები მოეკითხა, აქციებზე გამოსაყვანად დადის. ხუხაშვილი ამბობს, რომ დღეს სოციალური კატასტროფის პირას ვდგავართ და საშუალო ფენა საქართველოში პანდემიის შემდეგ საერთოდ გაქრა. ამიტომ ოპოზიცია მოსახლეობის პრობლემებს ვერ ახმოვანებს და ისინიც მათ დაძახილზე ქუჩაში არ გადიან, ამიტომ არც ახლა გავლენ.
„გასაგებია ხელისუფლებას თვითგადარჩენის ინსტიქტი აქვს და ცდილობს, ხალხი სეთურის პირობებში აცხოვროს, მაგრამ ოპოზიცია რას აკეთებს? ისინი უკეთესად იქცევიან? ოპოზიციას სჯერა, რომ მშიერ ხალხს არჩევნები გაყალბდა თუ არა ადარდებს? ამაზე იწილო-ბიწილოთი უნდა ოპოზიციას ხალხი გამოკვებოს? ესენიც არაადეკვატურიები არიან და ხალხის პრობლემებს ვერ ახმოვანებენ. დიდი ბოდიში, მაგრამ, „ოცნების“ ხელში იქნება ხელიუფლება, სანამ ოპოზიცია ხალხის პრობლემებს აცდენილი იქნება. ოპოზიციამ ხალხს უნდა დაუმტკიცოს, რომ ამ ხელისუფლებაზე უკეთესები არიან. დაარწმუნონ კარგი სამსახურები ექნებათ, უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება და ხელისუფლებაში რომ მოვა, ამ პრობლემებს გადაუწყვეტავს. ამომრჩეველთან არ მიდიან, არ ელაპარაკებიან, პრიორიტეტები აქვთ არასწორად დალაგებული. მოსახლეობას ვერ უმტკიცებენ, რომ ამ ხელისუფლებაზე უკეთესები იქნებიან. ათასი პრობლემა აქვს მოსახლეობას და ფიქრობენ, რა დროს ქუჩაში აქციებია. ან მათ ხელისუფლებაში მოსვლა რაში წაადგებათ, ლოგიკას ვერ ხედავენ“, - ამბობს გია ხუხაშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ოპოზიციას მიაჩნია, რომ კრისტიან დანიელსონი არჩევნების ბედს წყვეტს. ილუზია აქვთ, რომ დანიელსონი „ოცნების“ ხელისუფლებას ძალაუფლებას ხელიდან გამოგლიჯავს და ოპოზიციას ჩააბარებს.
„კაბინეტებიდან კაბინეტებში დადიან და ფუთფუთებენ. კოსტუმებით და გაკრახმალებული პერანგებით დააბოტებენ. არადა არ იციან, რომ თუ ხალხის მხადაჭერა არ ექნებათ, ესენი დანიელსონასც ფეხებზე ჰკიდია. ჯერ იძახიან, ხალხში ერთ კვირაში გავალთო, მერე ამბობენ, თუ წვიმა იქნება შემდეგ კვირაში გავალთო. ბოდიში, მაგარმ ხალხს ადარდებს ახლა ამათი დღის წესრიგი? ხომ წარმოგიდგენიათ ამათი აზროვნება, რომ ხალხთან გადიან არა იმიტომ, რომ მათი პრობლემები გაიგონ, ნდობა მოიპოვონ, მხარი გაიმაგრონ, არამედ გარეთ გამოდით და ხელისუფლებაში მოგვიყვანეთო. ამ გაყვლეფილ ოპოზიციას ხელისუფლება კატა-თაგვობანას მშვენივრად ეთამაშება. ბოლო კვლევები ხომ ვნახეთ, დანიელსონი და ის ევროპარლამენტარებიც ამ კვლევას კითხულობენ. კი ბატონო, ხელისუფლებას პრობლემები აქვს, მაგრამ ჯამურად ოპოზიცია იმდენსაც ვერ აღწევს, რაც ხელისუფლებას აქვს. თუ ხალხის ნდობას ვერ დაიბრუნებენ, ოპოზიციას ნუ ექნება ილუზია, რომ „ოცნება“ მათი მხარდაჭერის გარეშე რამეს გადმოუგდებს. ეთამაშებიან და მერე გადააგდებენ“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.
მერე ხო იცოდით რომ ეგენი მაინც ყველაფერზე უარს იტყოდნენ?/
ხო იცოდით რომ მაგათ არჩევნები სინამდვილეში სუ სირზე ეკიდათ??
და რომ მაგათ არჩევნები კი არა პირდაპირ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ?
მერე რა ძალა გედგათ, რატო აქამდე არ აწერდით ხელს?? ხომ მაინც მოგაწერინეს ხელი?....... აქამდე რას ააყირავეთ ეს ქვეყანა?
დაჟე რომ გეთქვათ რასტრელზე ვაწერთ ხეელსო, ხო იცოდით რომ ეგენი მაინც ხელს არ მოაწერდნენ ?? მერე თქვე დაქნეულებო, აქამდე უნდა გექნათ მასე, აქამდე, რომ ამ ნაცებისთვის აქამდე ჩაგეხადათ
რომ გამოგეჩინებინათ მაგათვის შავი(კაცების) და თერი(ქალების) ტრაკები
ეხლა უფრო ადვილი არააა ამ ფანდარასტების მოგერიებააა?/
მე თქვენ ადგილზე დაჟე ახალ არჩევნებზეც კი მოვუწერდი ხელს.......ეგენი იმ ახალ არჩევნებზეც უარს იტყვიან......... იმიტომ რომ იციან, იციან რა დედიმისისასაც აიღებენ იმ არჩევნებში.........
....... მერე ბოლოს პირდაპირ იტყვიან დაგვსვით ხელისუფლებაშიო....და მორჩება კიდეც კინო ........ თქვენც დაისვენებთ და ჩვენც
მაგრამ უბედურება ისააა რომ თქვენც გაწყობთ ეს იწილო--ბიწილო.................... იმიტომ რომ თქვენც დიდი ჩათლახები ხართ
ეს ვერააა კარგად ...................... ამანაც მარიაჟობა დაიწყო....
რა შერიგება, რის შერიგება ....... მიშას მანამ სული უდგა პრეზიდენტად უნდა იყოს, პრეზიდენდტად...
სხვანაირად შერიგება არ გამოვა ..... არაააა...................
ღვინო, დუდუკი, ქალები ...............პლიუს ისევ ბევრი ფული, ბევრი და ....................... პრიცეპკიანი სამალიოტი ბოზებით სავსე (როგორც დადიოდა ხოლმე)
აუუუუ...................რამდენი პეროგაყრილი ელოდება მის ჰარამხანაში ჩაწერას................ადრე ვერ მოასწრეს ....
ეს კიდევ შერიგებაო.................... მიშას ადგილზე შენ შერიგდებოდიიი??(ამდენი რამე დაააკარგინეს, პლიუს უკვე ბიძამისიც ემდურის)
ჰოოოდა არც მე შევრიგდებოდი................
ვსოოოოო......რევოლუცია სხვა გზა არააა.......
მეტი რა დაგვჩენია?........ ერთმა ხო გვიტირა დედა ......... მეორე აქეთ გვაცუცურაკებს
ჰოოოდა დავდივარ უკვე მეც საველი კრამაროვივით.....უკვე მეც სუ მაჯლაჯუნები მელანდება