ესტონეთის,ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად კიევში ჩავიდნენ.
„ერთობლივი ვიზიტის მისიაა უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერის გამოხატვა და მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, დონბასში ძალადობისა და შეიარაღებული დაპირისპირების მწვავე ზრდა დაფიქსირდა.
„ჩვენ ნამდვილად გვაშფოთებს რუსული ჯარების აქტიურობა, რომელიც უკრაინის საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგდა“, - აღნიშნავენ ესტონეთის საგარეო უწყებაში.
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. 1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.