Reuters: აშშ ავღანეთიდან ჯარებს 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გამოიყვანს

Reuters: აშშ ავღანეთიდან ჯარებს 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გამოიყვანს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შსახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, ჯარების გაყვანა უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების გარკვეულ გარანტიებს დაეფუძნება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ნატოს მოკავშირეებს, სავარაუდოდ, 14 აპრილს მიაწვდიან.