ბრიტანეთი ავღანეთიდან სამხედრო კონტიგენტს სრულად გამოიყვანს, ამის შესახებ გამოცემა the times წერს.
მანამდე, ავღანეთიდან 11 სექტემბრამდე სამხედრო კონტინგენტის გამოყვანის შესახებ თეთრმა სახლმა განაცხადა.
ამ დროისათვის ავღანეთში 750 ბრიტანელი სამხედრო იმყოფება. გამოცემის წყაროს ცნობით, ბრიტანელ სამხედროებს აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე გაუჭირდებათ, რადგან აშშ-ის ბაზას და ინფრასტრუქტურას იყენებენ.
ბრიტანეთმა ასევე შესაძლოა ავღანეთის ხელისუფლებას დაუთმოს კონტროლი ქაბულის აკადემიაზე, სადაც ავღანელი სამხედროების წვრთნა მიმდინარეობს.