საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საქართველოს მომავლის აკადემიის“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს აზიარებს და წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ხუთი ნომრის, გია ჯაფარიძის ამ ენჯეოზე ამბობდა დიდი ბრიტანეთის საელჩო, არჩევნების ობიექტური დამკვირვებლები არიან, ფული გვინდა მივცეთ და რა შუაში აქ ექსტრემიზმის დაფინანსებაო.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, სხვა ქვეყანაში პროპაგანდის და ექსტრემიზმის დაფინანსება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
„კარგად რომ გავიაზროთ, „ნაციონალური მოძრაობის" ხუთი ნომრის, გია ჯაფარიძის ამ ენჯეოზე („მომავლის აკადემია") ამბობდა დიდი ბრიტანეთის საელჩო, არჩევნების ობიექტური დამკვირვებლები არიან, ფული გვინდა მივცეთ და რა შუაში აქ ექსტრემიზმის დაფინანსებაო.
ამასობაში, ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის საელჩოს მივმართე, გაესაჯაროებინა, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების წინ და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს. თუმცა, "საერთაშორისო დახმარების შესახებ" პარიზის დეკლარაციისა და "საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის" შეთანხმების დარღვევით, დიდი ბრიტანეთის საელჩო ამ ინფორმაციას ქართული საზოგადოებისთვის არ ასაჯაროებს.
სხვა ქვეყანაში პროპაგანდის და ექსტრემიზმის დაფინანსება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“, - წერს იგი.