თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა სტამბოლში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 11 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.
სპეცოპერაცია სტამბოლის 10 უბანში, 19 სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. სამართალდამცველებმა 11 ეჭვმიტანილი დააკავეს და ციფრული დოკუმენტაცია ამოიღეს.