აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა და გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა მთელი რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის ის, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები უკრაინის საზღვრებთან და ყირიმში. მათ ასევე განიხილეს ავღანეთში მშვიდობის განვითარების პერსპექტივები და ნატოს სამიტის გეგმები“, - ნათქვამია განცხადებაში.