აშშ, საფრანგეთი და გერმანია რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვართან სამხედრო აქტიურობა შეწყვიტოს

აშშ, საფრანგეთი და გერმანია რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვართან სამხედრო აქტიურობა შეწყვიტოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და მისმა ფრანგმა და გერმანელმა კოლეგებმა რუსეთს მოუწოდეს, უკრაინის საზღვართან სამხედრო აქტიურობა შეწყვიტოს.

ენტონი ბლინკენმა, ჟან-ივ ლე დრიანმა და ჰაიკო მაასმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს რუსეთთან დაპირისპირებაში უკრაინის მხარდაჭერა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას აღმოსავლეთ უკრაინაში, ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვრების გასწვრივ რუსეთის პროვოკაციების ფონზე. მათ ასევე მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. 1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.