თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი რეჯეფ თაიფ ერდოღანის შესახებ განცხადების გამო გააკრიტიკა.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროკომისიის პრეზიდენტის მიღების დროს მომხდარი პროტოკოლური ინციდენტის გამო გააკრიტიკა და თურქეთის ლიდერს დიქტატორი უწოდა.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ იტალიის დანიშნული პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის მიუღებელ პოპულისტურ რიტორიკასა და მის მახინჯ და დაუსაბუთებელ განცხადებებს ჩვენი არჩეული პრეზიდენტის შესახებ“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.