თეთრი სახლი: რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ნავალნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომა მიიღონ

თეთრი სახლი: რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ნავალნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომა მიიღონ

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და რუსეთის ხელისუფლებას მისი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

„შეშფოთებულნი ვართ ინფორმაციით იმის შესახებ, რომ ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, მიიღონ ყველა საჭირო ზომა მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სანამ ის ციხეში იმყოფება, რუსეთის მთავრობა პასუხს აგებს მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ.

5 აპრილს რესპირატორული დაავადების ნიშნების გამო, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელი კოლონიის სამედიცინო ნაწილში გადაიყვანეს.