თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანება უკრაინის მისწრაფებაა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ალიანსმა უნდა მიიღოს.
ჟურნალისტის კითხვას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდეს, რათა თავიდან აიცილოს რუსეთთან ომი და თუ რა პოზიცია აქვს ჯო ბაიდენს აღნიშნულ საკითხზე, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უპასუხა:
გარკვეული დროის განმავლობაში, ნატოში გაწევრიანება უკრაინის მისწრაფებაა და ჩვენ ამ მისწრაფებას უკრაინასთან განვიხილავთ. მტკიცედ ვუჭერთ მათ მხარს. უკრაინასთან ერთად ვმუშაობთ, თუმცა ეს გადაწყვეტილება ნატომ უნდა მიიღოს.