კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეა ყველაზე რთულ პერიოდს გადის

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეა ყველაზე რთულ პერიოდს გადის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, მოუწოდა პარტიის რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მეტი მონდომებით იმუშაონ, მიუხედავად იმისა, რომ „ქვეყანა ყველაზე რთულ პერიოდს გადის“. ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი წერს.

„ხალხის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიდშიც კი, როდესაც უამრავი გამოწვევის გადალახვა გვიწევს, დამოკიდებულია პარტიული სტრუქტურის ქვედა რგოლებზე“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა პარტიული ორგანიზაციების მდივნების შეკრებაზე.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კორეის შრომის პარტიის წევრებს ხუთწლიანი გეგმის შესრულებისკენ მოუწოდა.