„ქართული დასის“ ლიდერი ამბობს, რომ აზერბაიჯანთან საზღვრების შეთანხმება რომ უკანონოდ მოხდა, მისთვის ცნობილი წლების წინ იყო და სწორედ ამიტომ 2012 წელს პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვდა პარლამენტში. ჯონდი ბაღათურია, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ დავითგარეჯის საქმეზე გამოკითხა for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ კრიმინალურმა ბანდამ თავის დროზე ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული - ღია სახელმწიფო ღალატი და მათი „მესიჯბოქსი“ იყო ერთი და იგივე. მისი თქმით, 2012 წელს, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მოულოდნელად გადმოლახეს საზღვარი და დადგნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა და საშოპინგოდ იტალიაში წავიდა.
for.ge ჯონდი ბაღათურიას ესაუბრა.
2012 წელს პარლამენტის სხდომაზე სახელმწიფო ღალატის გამო დასვით პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, სახელმწიფო ღალატში დასდეთ ბრალი მიხელ სააკაშვილს. რა ინფორმაციის მატარებელი ხართ დავითგარეჯის გასხვისების საქმეზე და რა სტატუსით გამოგკითხათ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების საქმეზე?
ჯონდი ბაღათურია: გამოძიების დაინტერესება გამოიწვია ჩემმა საპარლამენტო გამოსვლამ, როცა ბრალი დავდე საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ღალატში, რომელიც გულისხმობდა დავითგარეჯის ტერიტორიის აზერბაიჯანის სასარგებლოდ დათმობას, პირადი და ფინანსური ინტერესების სანაცვლოდ, რამაც გამოიწვია შემდგომში დებატები და თავდასხმა ჩემზე მაშინდელი უმრავლესობის მხრიდან. პრაქტიკულად, რა მუხლით არის საქმე აღძრული, ბრალის ძირითადი მდგენელი არის ჩემი მაშინდელი გამოსვლა და იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების განმარტებითი ნაწილი. ბრალი არის აბსოლუტურად გამართული, დასაბუთებული.
2012 წელს პარლამენტის სხდომაზე გამოვედი და სახელმწიფო ღალატის გამო დავსვი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. მაშინ ყველა ერთსა და იმავეს მპასუხობდა, რომ, თითქოს, მე ვცდებოდი, ამბობდნენ, რომ დავითგარეჯის მიმდებარედ საზღვარი ქედზე გადიოდა და არა ქედის ქვემოთ. ქედს ქვემოთ როდესაც გადიოდა საზღვარი, ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტერი საქართველოს ტერიტორიაზე ექცეოდა. ქედზე როცა ამოიწია, მონასტრის ეს მნიშვნელოვანი ტერიტორია აზერბაიჯანის მხარეს აღმოჩნდა.
რის საფუძველზე დასდეთ მაშინ ბრალი სააკაშვილს, რა ინფორმაციის საფუძველზე?
– ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, ნაწილობრივ შეგვეძლო არგუმენტები და მტკიცებულებები წარმოგვედგინა, რომ პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა, მაშინდელმა უმაღლესი თანამდებობის პირებმა, მათ შორის მაშინდელი პარლამენტის სპიკერატმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაიდინეს ღალატი. ბრალდება მდგომარეობდა იმაში, რომ ფინანსური ინტერესების სანაცვლოდ ცდილობდნენ დავითგარეჯის გადაცემას აზერბაიჯანისთვის. ამაში მდგომარეობდა ბრალი.
პარლამენტის სპიკერატი და საგარეო საქმეთა სამინისტრო ახსენეთ, კონკრეტულად ვის გულისხმობთ?
– საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის განცხადებები იყო, რომელიც ძალიან სერიოზულ ეჭვებს აღძრავდა, ძალიან აშკარა ეჭვის აღმძვრელი იყო მაშინდელი პრემიერ–მინისტრის წერილი აზერბაიჯანის პრეზიდენტისადმი. ასევე ძალიან სამარცხვინო იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადება, რომელიც პირდაპირ მიმტკიცებდა, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანის არისო.
ყველაფერი ეს იმით დაიწყო, რომ მოულოდნელად, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დატოვეს თავისი კუთვნილი დისლოკაციის ადგილი, ამოვიდნენ ქედზე და დადგნენ უკვე საქართველოს ტერიტორიაზე და თავის საზღვრებში მოაქციეს ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტერი. პრეზიდენტი და მისი გუნდი კი მიმტკიცებდა, რომ ეს ყოველთვის აზერბაიჯანის ტერიტორია იყო. ყველას ჰქონდა ერთი და იგივე პოზიცია, მაგალითად, ჩემს კოლეგა დარჩიაშვილსაც.
ფინანსური ინტერესები ახსენეთ, რას გულისხმობთ? სტრატეგიული ინტერესები ფინანსური ინტერესების სანაცვლოდ დათმეს?
– 2007 წელს სააკაშვილმა დაავალა მთავრობას და დემარკაცია–დემილიტარიზაციის საკითხზე მომუშავე კომისიას, რომ საზღვარი აზერბაიჯანისა და საქართველოს შეუთანხმებელ მონაკვეთებზე, მათ შორის დავითგარეჯის მონაკვეთზე, რაც ახლა ჩვენი მთავარი დაინტერესების ადგილია, გასულიყო ქედზე, პირდაპირ, თვითონ დაავალა. სააკაშვილისთვის დავითგარეჯის მონასტერი, როგორც სიწმინდე არ არსებობს, იმიტომ, რომ თვითონ არის ურჯულო, უშუბლძარღვო.
მთავარსარდალმა, ასე ერქვა მაშინ, პირდაპირ დაავალა სტრატეგიული სიმაღლის დათმობა, რომელსაც გაბატონებულ სიმაღლეს ეძახიან სამხედროები, რაც ნიშნავს, რომ თუ მოწინააღმდეგე მხარეს არტილერიის განლაგების უფლება მიეცემა, ის თავისი საცეცხლე წერტილების ძალიან დიდი პერიმეტრს გააკონტროლებს. ეს ორმაგი ღალატია.
გასაგებია, რომ ურჯულოა და დავითგარეჯი მისთვის სიწმინდე არ იყო, რაღაცა რიგით ტერიტორიად მიაჩნდა, მაგრამ როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირ აცხადებს, რომ მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი, ანუ იმ ქვეყნის მთავარსარდალი მას ეუბნება, რომ მისთვის ამ ტერიტორიას სამხედრო მნიშვნელობა აქვს, ე.ი. ვისთვის აქვს სამხედრო მნიშვნელობა? გამოდის, რომ საქართველოს წინააღმდეგ აქვს, თუ, რა თქმა უნდა, მართლა უთხრა ალიევმა. ამ სტრატეგიულ სიმაღლეს რომ დათმობს პრეზიდენტი და დაავალებს თავის გუნდს, რომ ისე გაავლონ საზღვარი, რომ სტრატეგიული სიმაღლეები აზერბაიჯანულ მხარეს მოხვდეს, ამას ღალატის გარდა სხვა რამე ჰქვია?!
რაც შეეხება ფინანსურ თემას – პროკურატურა მუშაობს ამაზე. პირდაპირ გეტყვით, რომ პროკურატურას აქვს ყველა მასალა, ყველა მტკიცებულება, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მოქმედებდნენ მაშინდელი პრეზიდენტის დავალებით. პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს იყო ჯგუფური დანაშაული – სახელმწიფო ღალატი პირადი ფინანსური დაინტერესების მოტივით.
თქვენ „სოკარი“ ახსენეთ, „სოკარში“ სააკაშვილის გარემოცვის მაშინდელი ძალიან მაღალი თანამდებობის პირები დღემდე მუშაობენ და აკონტროლებენ ფინანსურ ნაკადებს. ამის შესახებ ინფორმაცია აქვს, ვისაც უნდა ჰქონდეს. თუ ეს ყველაფერი არ გაირკვა და მელაშვილი და ილიჩოვა არ შეაბრუნეს უკან, ასევე გვერდით არ მოუსვეს მაღალი თანამდებობის პირები, ვის დავალებასაც ისინი ასრულებდნენ, მაშინ გამოდის, რომ ამათმაც დათმეს და რაღაცა გარიგებაში შევიდნენ.
ილიჩოვა და მელაშვილი ახსენეთ, პეტრე მამრაძე მიმტიკიცებდა, რომ მათ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს, ეს მაშინ, როცა 2007 წელს სწორედ მელაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე გამოჩნდნენ იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და დღემდე ეს სურათი გვაქვს. გასაგებია, რომ სააკაშვილთან შეუთანხმებლად ვერ იმოქმედებდნენ, მაგრამ მათ ჩაიდინეს დანაშაული, რაც გამოძიების მასალებით დასტურდება...
– ილიჩოვა და მელაშვილი ბრალდებული არიან ზემდგომი პირების მხრიდან დანაშაულებრივი დავალების შესრულებაში, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მათ გადამალეს ის დოკუმენტური მასალები, რომლითაც ჩანდა, რომ დავითგარეჯის ის ნაწილი, რომელზეც ახლა აზერბაიჯანი დავობს და სრულიად უკანონოდ აქვს მოქცეული თავის იურისდიქციაში, არის საქართველოს კუთვნილება. მაგრამ ისინი არ მოქმედებდნენ თავისი ნებით, მოქმედებდნენ ზემდგომი პირების დავალებით.
რაც შეეხება მამრაძის განცხადებას, ნაწილობრივ სწორად განმარტა, მათ არაფერ დოკუმენტზე ხელი მოწერილი არ აქვთ, მაგრამ არსებობს მათ მიერ ხელმოწერილი ქაღალდი, ეს არის ტექნიკური ჯგუფის მიერ ხელმოწერილი ქაღალდი, რითაც ისინი ცდილობდნენ დანაშაულებრივი დავალების შესრულებას, რომელიც მათ მიიღეს ზემდგომი თანამდებობის პირებისგან.
რაც შეეხება მათ დადანაშაულებას, რა თქმა უნდა, დამნაშავეები არიან. ისინი მიზანმიმართულად ცდილობდნენ და დანაშაულებრივად მოქმედებდნენ იმ მიზნით, რომ დავითგარეჯის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაეცათ აზერბაიჯანისთვის. ასე რომ, სრულიად სამარცხვინოა მათი პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადება, მათ აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. ერთადერთი იმ შემთხვევაში შეიძლება ფიქრი სასჯელის შემსუბუქებაზე, თუ ხელს დაადებენ იმ პირებს, ვის დავალებასაც ასრულებდნენ.
გაქვთ მოლოდინი, რომ პროკურატურა სააკაშვილს ბრალს წაუყენებს სამშობლოს ღალატში?
– ძნელი სათქმელია. ჩვენ ვხედავთ, რომ უგულავას დაუმტკიცეს 50 მილიონის ქურდობა და გამოუშვეს. პროკურატურას აქვს ყველა მასალა, ყველა მტკიცებულება და არა მარტო მელაშვილი–ილიჩოვას ბრალის დამადატურებელი, არამედ იმის მტკიცებულება, რომ ისინი ასრულდებდნენ სააკაშვილის და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების დავალებას. რამდენად იზამს ამას პროკურატურა, ეს არ ვიცი. სხვათა შორის „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პროკურორებიდან, შოთაძე ერთ–ერთი ყველაზე გაბედული გენერალური პროკურორი აღმოჩნდა, ყველაზე მეტი სისხლის სამართლის საქმე მან აღძრა. შესაძლოა, ამ კაცმა ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით.
..თუ არადა კითხეთ ეგ ნაცებს
ასევე ........ ჩქარა რუსეთი დაინგრევა, დედა ეტირება და აფხაზეთი და სამაჩაბლოც თავისით დაგვიბრუნდება (ხონჩით დაგვიბრუნებენ)... თან ფეშქაშად ტაო კლარჯეთსაც ზედ მოაყოლებენ
მოკლედ რასაც გვეტყვიან უნდა დავიჯეროთ.............მააააააააააააააააშ......!!!
თუ არადა ვინც ამეებს არ დაიჯერებთ გაქანებულ--გამოქანებული პუტინისტები იქნებით....
ამიტომ მე უკვე გამოვსწორდი.... ყველაფერს ვიჯერებ,....... დაჟე მიშა(ნაცები) რომ ქართველი ხალხის კეთილდღეობისათვის იკლავს თავს, ამაში ეჭვიც აღარ მეპარება.....
მოკლედ 15 მაისის ნაცების პარადისთვის ვემზადები .....სუ ცუმპა ცუპათი უნდა წავიდე
ხალხნოოოოოოო.........ცირკში ვართ. ციიიიიიიიიიიიიიიიირკშიიიიიიიიიიიიი..............................