ბორის ჯონსონმა უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტიურობის გამო შეშფოთება გამოთქვა

ბორის ჯონსონმა უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტიურობის გამო შეშფოთება გამოთქვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილების გამო შეშფოთება გამოთქვა.

„ბორის ჯონსონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტიურობა განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ურყევად უჭერს მხარს. მან სოლიდარობა გამოუცხადა ზელენსკის მთავრობას“, - ნათქვამია ბორის ჯონსონის პრესსამსახურის განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბარი გამართა.

მხარეებმა დონბასში სიტუაციის გამწვავება, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა და რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებების ჩაშლის მცდელობა განიხილეს.