დღეს ისრაელის პრეზიდენტი იმ კანდიდატს დაასახელებს, რომელსაც მთავრობის ფორმირებას დააკისრებს

დღეს ისრაელის პრეზიდენტი იმ კანდიდატს დაასახელებს, რომელსაც მთავრობის ფორმირებას დააკისრებს

დღეს ისრაელის პრეზიდენტი, რეუვენ რივლინი იმ კანდიდატს დაასახელებს, რომელსაც მთავრობის ფორმირებას დააკისრებს.

„5 აპრილს პრეზიდენტმა რივლინმა კონსულტაციები გამართა პარლამენტში გასული ყველა პარტიის წარმომადგენლებთან. 6 აპრილს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას გამოაცხადებს იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომელსაც მთავრობის ფორმირებას დააკისრებს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი კანდიდატს წარადგენს, კანონის თანახმად, აღნიშნულ დეპუტატს ახალი მთავრობის შესაქმნელად 28 დღე მიეცემა. თუ დამატებითი დრო გახდება საჭირო, პრეზიდენტი უფლებამოსილია, აღნიშნული ვადა კიდევ 14 დღით გაახანგრძლივოს“, - ნათქვამია ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

5 აპრილს გამართული კონსულტაციების შედეგად, ისრაელის პარლამენტის 52-მა დეპუტატმა ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოაცხადა იმ კანდიდატად, რომელსაც ახალი მთავრობის შექმნა უნდა დაეკისროს.

23 მარტს ისრაელში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ 30 მანდატი მოიპოვა. კოალიციური მთავრობის შესაქმნელად 120-ადგილიან პარლამენტში 61 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.