ნატო: რუსეთის ქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში დეესკალაციის ძალისხმევას ძირს უთხრის

ნატო: რუსეთის ქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში დეესკალაციის ძალისხმევას ძირს უთხრის

უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტიურობა აღმოსავლეთ უკრაინაში დეესკალაციის ძალისხმევას ძირს უთხრის. ამის შესახებ ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გერმანულ გამოცემა Die Welt-ს განუცხადა.

ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ალიანსი განაგრძობს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ალიანსში აცხადებენ, რომ რუსეთის ქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში დეესკალაციის ძალისხმევას ძირს უთხრის.

„მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ რუსეთმა 2020 წლის ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია“, - განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა.

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.