„ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, „ოცნება“ იმაზე მეტ ხმას აიღებს, ვიდრე 2020 წელს, ასევე უფრო მეტ ხმას აიღებს „ნაცმოძრაობა“, რომელსაც პატარა პარტიებს წაართმევს“

„ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, „ოცნება“ იმაზე მეტ ხმას აიღებს, ვიდრე 2020 წელს, ასევე უფრო მეტ ხმას აიღებს „ნაცმოძრაობა“, რომელსაც პატარა პარტიებს წაართმევს“

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარებულ პირველი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა 5 თვეა საპარლამენტო ბოიკოტისა და პოლიტიკური კრიზისის რეჟიმში ცხოვრობს, ოპოზიციის გადაწყვეტილებას გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა - 60 პროცენტი არ ემხრობა. თანაბრად იყოფა იმ მოქალაქეების აზრი, ვინც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მომხრე და მოწინააღმდეგეა.

IRI შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე პარტიული რეიტინგებითაც დაინტერესდა. კვლევის მიხედვით, ლიდერობას კვლავ „ქართული ოცნება“ 35 პროცენტით ინარჩუნებს. მმართველ პარტიას 17 პროცენტით ჩამორჩება „ნაციონალური მოძრაობა“. ყველა დანარჩენი პარტიის რეიტინგი კი 3 ან 3 პროცენტზე დაბალია.

დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ გამოკითხულთა 53 პროცენტი არჩევნებს დემოკრატიულად მიიჩნევს, საწინააღმდეგო პოზიცია კი 19 პროცენტს აქვს.

კვლევის შესახებ for.ge-ანალიტიკოს ვლადიმერ ბოჟაძეს ესაუბრა, რომელიც ინტერვიუში ამბობს, რომ მოცემული მონაცემები მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, საზოგადოებას არ სჭირდება რიგგარეშე არჩევნები და მას ქმედითი პარლამენტი უნდა. ასევე კვლევამ აჩვენა, რომ ბოიკოტის გამო ყველაზე მეტად პატარა პარტიები დაზარალდნენ, რომელთა რეიტინგი საგანგაშოდ დაკლებულია. ამიტომ თუ უნდათ, რომ სრული გაბანკროტებისგან თავი გადაირჩინონ, „ნაციოანლური მოძრაობის“ დღის წესრიგით მოქმედება უნდა შეწყვიტონ. საზოგადოების დაკვეთა შეასრულონ და საქმიანობა საკონსტიტუციო ორგანოში უნდა გააგრძელონ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობის ფონზე, მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას. მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია. რას ნიშნავს ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი მონაცემი?

- დიხ, ძალიან საინტერესოა კვლევის ნაწილი, სადაც მოსახლეობის 60% ოპოზიციის მიერ პარლამენტისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს მხარს არ უჭერს, ხოლო ამის მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობას რიგგარეშე არჩევნები არ უნდა. ამიტომც ეს ორი კვლევის მონაცემი ერთმანეთთან შეუთავსებელია. აუცილებელია, გაირკვეს რომელი კითხვა უფრო წინ დაისვა და რა ფორმით. თუმცა ფაქტი ისაა, რომ თავად ოპოზიციის ამომრჩეველი, რომელიც ბოიკოტს მხარს არ უჭერს, ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, ხალხს ქმედითი პარლამენტი უნდა და მათი დაკვეთა ხელახალი არჩევნები არაა. ეს კი ასევე იმის მანიშნებელია, რომ ოპოზიციის მტკიცება - არჩევნები გაყალბდა - ტყუილია, რადგანაც საზოგადოება ასე არ თვლის. მოსახლეობამ 9 პარტია აირჩია, რომელთა ნახვა პარლამენტში უნდათ და არა კარავში. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს, ეს პირველ რიგში იმაზეა დამოკიდებული, გამოკითხულები რომელი პარტიის მხადამჭერები არიან. ამიტომ ჩაშლილ ნაწილში 60%-იდან 27% გამოდის, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს მხარს უჭერს. ეს კი რადიკალური ოპოზიციის ზუსტად ის ამომრჩეველია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს.

ძალიან საინტერესოა კითხვა, რომლის მიხედვითაც „კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ - გამოკითხული მოსახლეობის 35% ამბობს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს 18%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3% მისცემდა ხმას, 3% აქვს „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელს“. ასევე, გამოკითხული მოსახლეობის 2% ხმას მისცემდა „გირჩი - ზურაბ ჯაფარიძეს“, 2-2% აქვს „პატრიოტთა ალიანსს“ და „ლეიბორისტულ პარტიას“, ასევე პარტია „მოქალაქეებს“. გამოკითხული მოსახლეობის 1% ხმას მისცემდა „ლელოს“. ყველაზე მეტად „ლელოს“ აქვს დაკლებული და ელისაშვილის პარტიას პირიქით მომატებული. რას ნიშნავს ეს მონაცემები?

- ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტისთვის გამოცხადებული ბოიკოტის შედეგად მხოლოდ პატარა პარტიები დაზარალდნენ. ვხედავთ, რომ „ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“ იგივე მონაცემები აქვთ. ენმ-მა შეძლო და მოახერხა, რომ პატარა პარტიები დაეჩაგრა და მათი ხმები მიეთვისებინა. ის ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა არც „ნაციოანლური მოძრაობა“ და არც „ოცნება“ ამ პატარა პარტიების ამომრჩეველია. „ნაციონალებთან“ თანამშრომლობამ და მათი დღის წესრიგით მოქმედებამ კი ყველაზე მეტი ზიანი ამ პატარა პარტიებს მოუტანა. ამას დიდი ხანია ანალიტიკოსები ვსაუბრობთ და ახლა ვხედავთ, რომ კვლევებითაც გამოჩნდა. ყველაზე მეტად რეიტინგი „ლელოს“ აქვს შემცირებული და მხოლოდ 1% აქვს. ეს იმის ბრალია, რომ საზოგადოების ნაწილში გაჩნდა მოლოდინი, ის მესამე ძალა იქნებოდა და არა მხოლოდ „ოცნებას“, არამედ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ დაუპირისპირდებოდა. სწორედ ამ პარტიისგან იყო ეს მოლოდინი. მისმა ამომრჩეველმა დაინახა, რომ იმის მაგივრად საქმე აკეთონ და პარლამენტში მათ პრობლემებზე იმუშაონ, „ლელო“ ნაციონალების ოფისში ზის და სააკაშვილის მიერ დაწერილი გეგმით მოქმედებს. ალეკო ელისაშვილს რეიტინგი გაორმაგებული აქვს. რეალურად, ეს მისთვის 10%-იანი ზრდა იქნება. სამომავლოდ მისი გადაწყვეტილება პროცენტებში როგორ გაიზრდება ვნახავთ. საზოგადოება პოლიტიკოსებისგან პრობლემებზე მუშაობას და მის მოგვარებას ელის.

აუცილებლად მინდა პოლიტიკოსების რეიტინგებს შევეხოთ. ხუთეულში მოხვდნენ პირველ ადგილას გიორგი გახარია, მეორე კახი კალაძე, მესამე დავით ბაქრაძე, მეოთხე ნიკა მელია და მეხუთე ბიძინა ივანიშვილი. რას ნიშნავს გახარიას ამხელა რეიტინგი და ვისი კონკურენტი იქნება ის, რას შეცვლის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში?

- ის, რომ გიორგი გახარია რეიტინგული პოლიტკური ფიგურაა, არავის არ უკვირს. მიუხდავად იმისა, რომ პრემიერი იყო და ხელისუფლების მაღალი რანგის მოღვაწე, პოლიტიკოსებს შორის ყველაზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ამიტომ „ოცნებაზე“ მეტად მისი პოლიტიკაში დარჩენა ოპოზიციას არ მოეწონა. ვფიქრობ, გახარია ზუსტად იმ ამომრჩევლის გადაბირებას შეძლებს, რომელსაც პატარა პარტიები დაკარგავენ. ასევე - იმ ადამიანებს, რომლებსაც არც ნაციონალები უნდათ და არც „ოცნება“. ყველა კვლევებით, „ოცნებას“ გარკვეული პროცენტი დააკლო და მართალია, დააზიანა, მაგრამ მმართველი გუნდის ამომრჩეველი ისევ სტაბილურია. „ოცნება“ რეიტინგის და მხარდაჭერის ნიშნულზე ისევ რჩება, რაც არჩევნების დროს ჰქონდა.

ფიქრობთ, რომ რიგგარეშე არჩევნები თუ ჩატარდა „ოცნება“ კიდევ უფრო მეტ ხმას აიღებს, თუ პირიქით გახარიას გარეშე მას იგივე რაოდენობის ხმების აღება გაუჭირდება?

- რა თქმა უნდა, მართალია „ოცნებას“ გახარიას წასვლამ გარკვეული ზიანი მიაყენა, მაგრამ რეიტინგს თუ დავუჯერებთ, ხვალ რიგგარეშე არჩევნები რომ ჩატარდეს, „ოცნება“ იმაზე მეტს აიღებს, ვიდრე 2020 წლის არჩევნებზე აიღო. ასევე უფრო მეტს „ნაციოანლური მოძრაობა“ აიღებს. ეს კი ის ხმები იქნება, რომელსაც პატარა პარტიებს წაართმევს. იმ შემთხვევაში, თუ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა და გახარია უკვე პოლიტიკაში შემოსული იქნება, ისიც ხმებს ამ პატარა პარტიებს წაართმევს. შემდეგ არაა გამორიცხული, რომ „ოცნების“ ხმების ნაწილიც წაიღოს და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, „ნაციონალური მოძრაობისაც“.

15 მაისს ოპოზიციას ფართომასშტაბიანი აქცია აქვს დაგეგმილი, როგორ ფიქრობთ, ეს კვლევა მათთვის რამდენად საგანგაშო შეიძლება იყოს და პატარა პარტიებმა დღის წესრიგი უნდა შეცვალონ თუ არა?

- „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს კვლევა საგანგაშო ნამდვილად არ არის, რადგანაც ეს ის ელექტორატია, რომელიც პირდაპირ სააკაშვილზე არის მიბმული და მყარად დგას. მათთვის არც პარლამენტის საქმიანობაა მისაღები და ხვალ რომ სააკაშვილმა უთხრას, მოდი, პარლამენტში შევალთ ასეა საჭიროო, ამასაც დათანხმდებიან. ამიტომ ნაციონალები გეგმას არ გადახედავენ. უბრალოდ, ეს პატარა პარტიებისთვის საგანგაშო ნიშანი უნდა იყოს. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა მაინც მიიღებენ პარალამენტში შესვლის გადაწყვეტილებას და ენმ-ის დღის წესრიგით აღარ იმოქმედებენ. ჯერ კიდევ შეიძლება „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „გირჩს“ რაღაც ეშველოთ. „ლეიბორისტებს“ და „ევროპელებს“ უკვე აღარაფერი ეშველებათ, მათ ის ხალხიც დაკარგეს, ვინ ჰყავდათ. ამიტომ, სამწუხაროდ, ეს პატარა პარტიები ამომრჩეველს კიდევ უფრო დაკარგავენ.

თვითმმართველობის არჩევნებზე ელით თუ არა, რომ ეს კვლევა უკვე რეალურ სახეს მიიღებს და ოპოზიციის მდგომარეობა ძალიან მძიმედ იქნება?

- თქვენ იცით, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი დაიწევს და ეს ამ პატარა პატიებისთვის მაშველი რგოლი იქნება. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, თუ ისინი საკუთარ მყარ პოზიციას არ დააფიქსირებენ და მოსახლეობის მოტყუებას არ შეწყვეტენ, მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო ექნებათ. ხოლო 2024 წელს მათთვის 5%-იანი ბარიერის გადალახვა საერთოდ წარმოუდგენელი იქნება.

 

trampi ვაააა .................................ამათი გამკვირვებია..........
მელიას დაპატიმრებისა არ იყოს ამათი ძაან მიკვირს(ამ დებილი ოცნების) .....არა რააა .....ესენი ნაღდად შარს ეძებენ, შარს .....თანაც ძალათი შარს

ჩააატარონ რაღა ახალი არჩევნები და ყველაფერიც დამშვიდდება.....
მაგრამ სინამდვილეში საქმე იმაშია, რომ არც ამათ აწყობთ ქვეყანაში სიმშვიდე....
ამ არაფრის მაქნის კომსომოლებს ეხლა პრიჩინა მაინც აქვთ, ნაცები გვიშლიან ხელს საქმის კეთებაშიო და მერე პრიჩინა რომ აღარ ექნებათ ნაცებს ხომ ვეღარაფერს ვეღარ დააბრალებენ? მერე ამათი თეთრი ტრაკები ხომ ეგრევე გამოჩდება აბანოში?? ჰოოდა ეგ არ აწყობთ ამათ ხოოომ??
აი სწორედ იმიტომაც ცდილობენ ამ მდგომარეობის დიდხანს შენარჩუნებას......, აი სწორედ იმიტომ ცდილობენ დიდხანს გვაყურებინონ ამ ცირკს, რომ დიდხანს იტივტივონ წყალზე......ქაქივით
----------------------------------------------------------------------
ისე კი ამათ კომსომოლობაზე პირდაპირ გაოცებულ---გადარეული ვარ------ საიდან ესეთი დახვეწილი კამსამოლები?---- ამათ ხომ კომსომოლები საერთოდ თვალითაც არ უნახიათ-----, საიდან ესეთი შკოლა???
შევარდნაძის დროს ერთი ქუთაისელი ვიტალი ხაზარაძე იყო, უმაღლესი დონის პარტმუშკი (თავიდან კომსომოლა)ესენი იმას ასჯერ უჯოკრავენ, ასჯერ.....
ისე მიშას დროს კომსომოლები არც მახსოვს.............. ისინი პირდაპირ სადისტებად დაიბადნენ, სადისტებად......... ისინი დაჟე კომსომოლობას არცა ცდილობდნენ, იმათ კომსომოლობა--მარიაჟობა არა სჭირდებოდათ, ისინი პირდაპირ სადიზმს ეთაყვანებოდნენ, პირდაპირ საქმეზე--ხალხის წამებაზე გადადიოდნენ
ესენი კი კომსომოლებად---დაიბად--ჩამოყალიბდნენ (ისე სადისტებს ეს დებილები მიჩევნია)
მერე თანდათანობით პალიკ მოროზოვები გამახსენდა ........1927-28 წლების კომსომოლების ქმედებები....ჩარეცხვები...... მერე რაღაცეები ერთმანეთთან დავაკავშირე და.................
მივხვდი რაღაცეებს!!!!!!!!!!!
მერე კი ევრიკაც დავიძახე, გონება ,,გამინათდა,, --------ჩათლახი დაბადებით ჩათლახი იბადება...... იმას უბრალოდ შესაფერისი გარემო უნდა და ჩათლახიც მზადააა !!!!!!!!!!!!!!!!
ესეა ამათი კომსომოლობა და............... იმათი სადისტობაც
3 წლის უკან