ჟოზეფ ბორელი: უკრაინის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებს სერიოზული შეშფოთებით ვაკვირდებით

ჟოზეფ ბორელი: უკრაინის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებს სერიოზული შეშფოთებით ვაკვირდებით

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრისას დონბასსა და ყირიმში რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები განიხილა.

„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას ვესაუბრე. სერიოზული შეშფოთებით ვაკვირდებით რუსეთის სამხედრო ქმედებებს უკრაინის გარშემო. ევროკავშირი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ურყევ მხარდაჭერას უცხადებს“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა.

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.