იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი განახლდა

იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი განახლდა

იერუსალიმში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი განახლდა. ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლოს წინაშე უკვე მესამედ წარდგა.

2020 წლის 28 იანვარს ისრაელის გენერალურმა პროკურორმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა იერუსალიმის სასამართლოს წარუდგინა.

ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ბრალდებები დაკავშირებულია მექრთამეობასთან, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებასთან. ეს ისრაელის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრალს მთავრობის მოქმედ ხელმძღვანელს უყენებენ. ბენიამინ ნეთანიაჰუ საკუთარ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.