მედია: მიმდინარე კვირას უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები დონბასში ვითარების გამწვავების საკითხს განიხილავენ

მედია: მიმდინარე კვირას უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები დონბასში ვითარების გამწვავების საკითხს განიხილავენ

მიმდინარე კვირას უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები დონბასში ვითარების გამწვავების საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი, ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გამწვავებასა და აღნიშნულ საკითხზე პოზიციების კოორდინირებას განიხილავენ.

1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა.

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.