ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად ვიოსა ოსმანი აირჩია.
„კოსოვოს პარლამენტმა ქალბატონი ვიოსა ოსმანი კოსოვოს რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია. ვიოსა ოსმანი კოსოვოს პრეზიდენტის მოვალეობებს 5-წლიანი ვადით შეასრულებს“, - ნათქვამია კოსოვოს საგარეო უწყების განცხადებაში.
2020 წლის 5 ნოემბერს კოსოვოს ლიდერმა, ჰაშიმ ტაჩიმ თანამდებობა დატოვა, მას შემდეგ, რაც მას ომის დანაშაულებში ოფიციალურად წარედგინა ბრალი.
სპეციალური პროკურატურა ჰაშიმ ტაჩისა და სხვა პოლიტიკოსებს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებისა და ომის დანაშაულების ჩადენას ედავება. გამოძიების მტკიცებით, „კოსოვოს გათავისუფლების არმიის“ ყოფილი ხელმძღვანელი მკვლელობებში, ადამიანების გატაცებაში, დევნასა და წამებაში მონაწილეობდა.
ჰააგაში მდებარე სპეციალურმა სასამართლომ, რომელიც 2015 წელს „კოსოვოს გათავისუფლების არმიის“ მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების განსახილველად შეიქმნა, კოსოვოს პროკურატურის დასკვნა დღეს დაადასტურა.