საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის ინიციატივით , კომიტეტი მარნეულის სამხედრო ბაზაზე გასვლით დღეს ღონისძიებას გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტიდან აცნობეს, სამხედრო ბაზაზე კომიტეტის წევრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია შეხვდება.
გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრი მათ ადგილზე არსებულ ვითარებასაც გააცნობს. სესიაშვილის ინციატივით მარნეულის სამხედრო ბაზაზე კომიტეტის გასვლითი სხდომა 10:45 საათზეა დაგეგმილი