აშშ-ის კაპიტოლიუმთან მომხდარი ინციდენტის შედეგად დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
დღეს კაპიტოლიუმთან ინციდენტი მოხდა. მას შემდეგ, რაც ავტომობილი პოლიციელებს დაეჯახა, მძღოლი მანქნიდან გადმოვიდა და პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა. სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს.
ინციდენტის შედეგად, ორი პოლიციელი და ბოროტმოქმედი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტომობილის მძღოლი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამჟამად კაპიტოლიუმი და მიმდებარე ქუჩები ჩაკეტილია. ადგილზე ეროვნული გვარდია და პოლიციაა მობილიზებული.